გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ბუნება

სახლი ტყის პირას | ნია ნიში

მე გავარდნა მიყვარს. შორს ველურ ადგილებში დავდივარ. მაღელვებს ხოლმე იმაზე ფიქრი, რომ რამდენიმე ათეული კილომეტრით შეიძლება დავშორდე ადამიანებს.
ეს მარტოობა ოღონდ არ ჰგავს იმ შიშს, რასაც, ვთქვათ, მეგაპოლისში მარტო დარჩენისას იგრძნობ. 

ტყეში რაღაც უფრო დიდის ნაწილი ხდები.

თუ ბევრს ივლი, ისწავლი, მხოლოდ ხმებით როგორ გაარჩიო დილაა თუ შუადღე, უკვე ღამეა თუ ჯერ მხოლოდ ბინდდება. ნელ-ნელა იმასაც გამოიცნობ კლდეებთან ხარ, მდელოზე თუ წიწვოვან ტყეს მიადექი. ზამთარში ტყეში ბარდნის ხმა ისმის, გაზაფხულზე დამდნარი თოვლის სუნი დგება და ამასაც ვგრძნობ. მაგრამ მე კლდეები მიყვარს.
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა