გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საერთაშორი პარტნიორების გასაცნობად იწვევენ

Civil Match: სამოქალაქო საზოგადოების ქსელი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, რუსეთს, პოლონეთს, გერმანიას და საფრანგეთს აერთიანებს

Сivil Match არის პროგრამა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს 10 ქვეყნიდან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) რომ დაამყარონ კავშირები და წამოიწყონ ტრანსსასაზღვრო კოოპერაცია. 

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს 2-ეტაპიან პროგრამაში ვიწვევთ: 

  • Civil Match (24-26 ივლისი 2020) – 2,5-დღიანი პროგრამა, რომელიც მომართულია უცხოურ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან კონტაქტების დასამყარებლად.
  • Civil Match Forum (21-24 სექტემბერი 2020) – 4-დღიანი ღონისძიება, სადაც საშუალება გექნებათ მოიპოვოთ დაფინანსება ტრანსსასაზღვრო პროექტებისთვის.

Civil Match-ისა და Civil Match Forum-ის ძირითადი მიმართულებებია მედია და პლურალიზმი; კულტურა და ახალგაზრდები; განათლება; და კონფლიქტის მოგვარება.

ფონდები; მედია საშუალებები; (ახალგაზრდული) ასოციაციები; უმაღლესი განათლების ინსტიტუტები; კულტურის სპეციალისტები; ციფრულად შეხვდებიან ერთმანეთს, რათა კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ კოლაბორაცია და კონტაქტების დამყარება ჩაკეტილ საზღვრებშიც შესაძლებელია. 

Civil Match-ის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ორგანიზაციებს კოლაბორაციის, იდეების ინკუბაციის და ღირებული პროექტების წამოწყების შესაძლებლობა ექნებათ და რაც მთავარია, ღონისძიება უზრუნველყოფს საერთაშორისო პარტნიორობებს წამოწყებას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.

Сivil Match ფუნდამენტურად თავისუფალი, დემოკრატიული და პლურალისტური პრინციპების გაძლიერებას ემსახურება, რითაც ხელს უწყობს ევროპის ქვეყნების მშვიდობიანად თანაცხოვრობის იდეას.

Сivil Match კარგი შესაძლებლობაა, იპოვოთ ერთი ან მეტი უცხოური პარტნიორი, მიიღოთ მონაწილეობა Civil Match Forum-ში და თქვენს პარტნიორთან ერთად შეძლოთ საგრანტო განაცხადის შეტანა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აპლიკაციაში. 

Civil Match-ის პრიორიტეტები გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს (FFO)  საგრანტო აპლიკაციის პრიორიტეტებზეა მორგებული. ესენია: 

    • პლურალიზმის გაძლიერება – ინფორმაციის, აზრის და მედია პლურალიზმის დამყარება და გაძლიერება (პლურალიზმი და მედია);
    • ფასეულობათა განხილვის ხელშეწყობა - ღირებულებების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების დიალოგისა და კულტურული ზომების საშუალებით (კულტურა და ახალგაზრდობა);
    • მომავლისთვის პერსპექტივების გახსნა - აკადემიური, პროფესიული და სოციალურ-პოლიტიკური მომზადება (საგანმანათლებლო სწავლების ღონისძიებები);
  • დიალოგისა და ურთიერთგაგების განმტკიცება - ტერიტორიული კონფლიქტების შედეგად დაკარგული ნდობის აღდგენა (კონფლიქტების მოგვარება).

Civil Match-ის განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ შესაძლებლობას თითოეულ კატეგორიაში მოიპოვონ პრიზი თანამშრომლობისთვის 1000 ევროს ღირებულებით, შექმნან ტრანსსასაზღვრო სამოქალაქო საზოგადოების პროექტები Civil Match Forum-ისთვის და მოამზადონ განაცხადი FFO პროგრამაში შესატანად. პრიზების მოპოვებასთან ერთად, მონაწილეები სარგებელს სხვა მრავალი მიმართულებით მიიღებენ:  

  • საშუალება ექნებათ გაიცნონ 10 ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები;
  • დაწყვილდნენ პარტნიორ ორგანიზაციასთან და დაიწყონ საერთო პროექტებზე მუშაობა;  
  • გაეცნონ წარმატებული ტრანსსასაზღვრო პროექტების მაგალითებს;
  • წამოიწყონ გრძელვადიანი პარტნიორობები, რომელიც ნდობასა და მეგობრობაზე იქნება დაფუძნებული; 
  • გაიცნონ დონორი ორგანიზაციები და გაიგონ ახალი საგრანტო შესაძლებლობების შესახებ; 
  • გაზარდონ შანსი Civil Match Forum-ში მონაწილეობის მისაღებად და წარმატების შემთხვევაში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან იდეების განსახორციელებლად მიიღონ დაფინანსება.

Civil Match გოეთე ინსტიტუტის უკრაინის ოფისის მიერ ინიცირებული პროექტია და ის ხორციელდება  Insha Osvita-ს, WECHANGE-ს, and და EENCE-სთან თანამშრომლობით. პროექტი ფინანსდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. 

თუ ამ შესაძლებლობით დაინტერესდით, მაშინ შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა

შევსების ბოლო თარიღი: 22 ივლისი, 2020

საკონტაქტო პირი:
კატერინა კოვალჩუკი 

Kateryna.kovalchuk@goethe.de
civil-match.online
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა