გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სვეტი

სამყაროს ღრმა ტბები

მოსკოვში მხოლოდ სამი დღით ვიყავი. აქედან ძირითადი დრო მუზეუმებს – მოგონებების ხელოვნური საცავების დათვალიერებას დავუთმე. ჩემი შთაბეჭდილებები მწირია, მხოლოდ რამდენიმე შენობას და ერთ შეხვედრას უკავშირდება.

წამოსვლის წინა დღეს, ზუსტად არ ვიცი, რატომ, ჩემთვის საძულველი და გაუგებრად გაფეტიშებული „მოსკოვის მეტროთი“ კოსმონავტიკის მუზეუმში წასვლა გადავწყვიტე. შენობასთან რომ მივედი, უკვე ბნელოდა, ბარდნიდა და ყინავდა. დაღლილს დამეზარა დანიშნულების ადგილის პოვნა და სახლში დაბრუნება გადავწყვიტე, მაგრამ, როდესაც თოვლის ფანტელებს ცაში ავხედე, ძალიან მაღლა ცას გამოკიდებული რკინის რაკეტა დავინახე. რაკეტა უზარმაზარი მონუმენტის დასასრული აღმოჩნდა. მისი წვეტი ნარინჯისფერ ცას უერთდებოდა და ნისლში იკარგებოდა. მონუმენტი კოსმონავტიკის მუზეუმის შენობის ნაწილია. შენობის ფასადს მასშტაბური ფრიზი ამშვენებდა, საბჭოთა წარმატების, საბჭოთა გამარჯვების, ზეიმის აღმნიშვნელი სიმბოლო, კლასიკური საბჭოთა იკონოგრაფია, რომლის ლოგიკური დასასრული ან დასაწყისი ცამდე აწვდენილი, გასაფრენად გამზადებული რაკეტაა. სანახაობამ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა