
სიმღერის წრე სანდრო კვაჭაძესთან ერთად
*ეარი* გიწვევთ ქართველი მუსიკოსისა და ვოკალის პედაგოგის, სანდრო კვაჭაძის სიმღერის კურსზე - „იპოვე საკუთარი მე შენს ხმაში“.
კურსის განმავლობაში მონაწილეები სიმღერის სავარჯიშოებით, მელოდიების შექმნითა და ერთიანობის შეგრძნებით განავითარებენ საკუთარი ხმის შემეცნებისა და გამოყენების უნარებს. შეხვედრებზე შექმნიან აუდიო ჩანაწერებს და დაამყარებენ საკუთარ ხმასთან კავშირს, როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ და გონებრივ დონეზე.
კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე, შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ.
დასაწყისი: 15 მაისი.
კურსის სრული ღირებულება 750 ლარი.
კურსის დასასრულს, მონაწილეების მიერ შეგროვებული აუდიო ჩანაწერები პროფესიონალურად დამუშავდება, კურსის ავტორის მიერ და თითოეულ მონაწილეს გადაეცემა საავტორო ეგზემპლარი სამახსოვროდ.
„ჩვენი სხეული პირველი და ყველაზე ბუნებრივი მუსიკალური ინსტრუმენტია. თუმცა მასთან დამეგობრება ყოველთვის არ გამოდის, სხვადასხვა შინაგანი ბარიერების გამო - შიში, ეჭვი, გაუცნობიერებელი ბლოკები. ცხოვრებას კი მუდამ მივყავართ იმ წერტილამდე, სადაც ჩვენი გონება მომავლის კონტროლზე უარს იძახის და სამყაროს ნდობას უცხადებს, მანდ კი საკუთარი მთლიანობის შეგრძნება მოდის“.
სანდრო კვაჭაძე მაღალვიბრაციული, მაკურნებელი ბგერების თერაპიებითაა დაკავებული. ის, მრავალი წლის განმავლობაში დგას ქართულ მუსიკალურ სცენაზე.
12 პრაქტიკული შეხვედრა:
I ხმის ანატომიის და როგორც სხეულში არსებული ბუნებრივი ინსტრუმენტის აღქმა II სუნთქვის მართვა
III გონებრივი და ემოციური ბარიერების გადალახვა სიმღერაში
IV ხმა, როგორც თვითგამოხატვისა და კომუნიკაციის საშუალება
V სიმღერა, როგორც მედიტაციური და თერაპიული პრაქტიკა
VI ხმებში სიმღერის კულტურა
VII თამაშის ელემენტების შემოტანა სიმღერაში, სპონტანურობისა და ინტუიციის განვითარება
VIII სიმღერა, როგორც სიყვარული, ანუ მე
IX მელოდიისა და ჰარმონიის შექმნა
X მიკროფონთან მუშაობა
XI აუდიო მასალის ჩაწერა
XII კურსის დასასრულს გაიმართება აუდიო ჩანაწერების პრეზენტაცია