ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #სტაჟირება

სამთვიანი სტაჟირება ინდიგოში

ინდიგო აცხადებს მიღებას ტრადიციულ სამთვიან სტაჟირების პროგრამაზე.  ვეძებთ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ გახდნენ ავტორები, გაიუმჯობესონ ტექსტებსა და ვიდეოებზე მუშაობის უნარები და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.  შერჩეული მონაწილე იმუშავებს ინდიგოს ვებსაიტის გუნდთან შემდეგი მიმართულებით:

  • სამუშაო თემების, ინფორმაციის მოძიება
  • ჟურნალისტებთან ერთად ვიდეოს გადაღება, მონტაჟი
  • ტექსტებზე მუშაობისას დახმარება 
  • ვებსაიტისთვის შექმნილი პროდუქტების სოციალური მედიისთვის გარდაქმნა

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აინტერესებს კონტენტის წარმოება.
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ აპლიკაცია 6 ნოემბრის 18:00 საათამდე.

ინდიგო სტაჟირების პროგრამაზე მიღებას უკვე მეოთხედ აცხადებს. მოხალისეობრივად დაწყებული თანამშრომლობა პროგრამის დასრულების შემდეგ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში გრძელდება. ამ პროგრამის მონაწილეები დღეს  ინდიგოს ავტორები და მკვლევრები არიან.