ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #სტაჟირება

საზაფხულო სტაჟირება ინდიგოში

ინდიგო 2021 წელსაც აგრძელებს სტაჟირების პროგრამას. ამჯერად ეძებს სტუდენტებს, რომლებსაც სურთ მიიღონ გამოცდილება ციფრული კონტენტის დაგეგმვასა და შექმნაში. შერჩეული მოხალისე მომდევნო 3 თვის განმავლობაში იმუშავებს ინდიგოს ვებსაიტის გუნდთან შემდეგი მიმართულებით:

  • ყოველდღიური ჟურნალისტური პროდუქტების შექმნაში მონაწილეობა.
  • სოციალური ქსელებისთვის მასალის დაგეგმვა და შექმნა
  • აუდიტორიის დისკუსიაში ჩართვა
  • ვებსაიტის ხარისხის გაუმჯობესება

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც ციფრულ მედიაკონტენტზე მუშაობა სურს. დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ აპლიკაცია 26 მაისის 18:00 საათამდე. აპლიკაცია იხილეთ ბმულზე.

ინდიგომ სტაჟირების პროგრამა 2020 წელს დაიწყო. ზოგიერთ მონაწილესთან პროფესიული თანამშრომლობა სტაჟირების დასრულების შემდეგ გაგრძელდა, დღეს ისინი ინდიგოს ავტორები და მკვლევრები არიან.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი. წარმატებული მონაწილე მიიღებს ინდიგოს სარედაქციო რეკომენდაციას. 
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა