შენი დუმილი ფუფუნებაა
24.11.2018გიფიქრიათ, რომ ქალაქსაც აქვს სქესი? ვიცით, დამაბნევლად ჟღერს, მაგრამ ასეა. ბნელი ჩიხები, მიწისქვეშა გადასასვლელები, ავტოსადგომები და ჩაბნელებული სკვერები – ცალსახად მასკულინური ადგილებია. მამაკაცები თითქმის არასდროს იმახსოვრებენ ასეთ ადგილებს და არ გაურბიან მათ სავარაუდო საფრთხის განცდით მაშინ, როდესაც ჩვენ, ქალები, რამდენჯერმე დავფიქრდებით, სანამ ნაბიჯის გადადგმას გავრისკავდეთ. თითქოს გარდაუვალ მოცემულობად დამკვიდრდა, რომ ქალის ადგილი და მოძრაობის ტრაექტორია, სახლშიც და მის გარეთაც, მკაცრად განსაზღვრულია. ჩვენი მობილობა დროში გაწერილი და გეოგრაფიულად შეზღუდულია.
არადა, ეს ბედისწერა სულაც არ არის. ესაა მოცემულობა, რომლის კვლავწარმოებას ყოველდღიურად და სისტემურად უზრუნველყოფენ პატრიარქალური ინსტიტუტები, რათა ქალების დაქვემდებარება ბუნებრივ მდგომარეობად მივიღოთ. ჩვენ, „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ წევრები, მივიჩნევთ, რომ ქალაქში ბედის გაღიმების იმედად არ უნდა დავდიოდეთ; არ უნდა ვიმახსოვრებდეთ მიყრუებულ ადგილებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ თავი ავარიდოთ; არ უნდა ვამოწმებდეთ საა