ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ხატვა

შვიდი ნეონის სიტყვა | მაია ნავერიანის ნამუშევრის პრეზენტაცია

ძალიან ბევრი ნამუშევარი მაქვს გაკეთებული. აი, ასე, ყურმოკრული ფრაზებისგან. ფერადი ფანქრებით, ან საღებავებით უბრალოდ ვწერდი ამ ტექსტებს და ახლა რომ დაიწყო ეს პანდემია და ყველანი სახლში რომ გამოვიკეტეთ, რაღაცნაირად გადავწყვიტე, რომ დამელაგებინა ეს არქივი.

ამოვატივტივე ძალიან ბევრი ნამუშევარი და მათ შორის ერთ-ერთი იყო ეს. რაღაცნაირად ამოყირავებულია ინტერიერის და ექსტერიერის სივრცეები, ჩვენ შიგნით გამოკეტილები  და გარეთ ვერ გავდივართ, სიმბოლურ დონეზეც კარგად აფუნქციონირდა. თითქოს გარღვევის სურვილიც არის, რომ შიგნიდან გარეთ გახვიდე, თან შიგნითაც ვერ შემოდიხარ, გარედან უნდა დაინახო და ეს რაღაცა ზღვარზე დგას.

ეს ზღვარზე დგომა ისედაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ამ წინადადებაში, ყველა კონტექსტიდან გათვალისწინებით. აი, თითქოს ვიღაცას იწვევ შიგნით. ვერავინ ვერ გაიგებს რა არის, თუ რაღაცნაირად არ დაფიქრდა რა შეიძლება იყოს და რა შეიძლება იყოს, ეს უკვე მისტერიული რაღაცაა და ეგ საინტერესოა ჩემთვის.

E.A. Shared Space 2021
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა