სკეიტბორდისტები და ზღვის პეიზაჟები
როგორც მედიის თეორეტიკოსი ვილემ ფლუსერი ამბობს, ფოტოგრაფია იმ დიალოგის შედეგია, ავტორსა და ფოტოაპარატს შორის რომ იმართება. სურათები პროექციებია, ციფრული რევოლუციის ეპოქაში დამკვირვებლებადაც რომ გვაქცევს და იმ სურათების ავტორებადაც, რომელთა შექმნაც კომპიუტერის ღილაკებით და პროგრამებით დღეს, სულ იოლად შეგვიძლია.
„როცა დედამიწა მსუბუქია“, 2015 წელს, ამსტერდამის კინოფესტივალზე საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად აღიარეს. ასევე ჰქვია დავით მესხის ფოტოსესიას, სადაც ავტორი პროექციების ციფრულ ბუნებას იკვლევს.
დოკუმენტურ ფილმს საფუძვლად მესხის ფოტოები უდევს – სკეიტბორდისტები ფერად, ურბანულ გარემოში და ზღვის პეიზაჟებში. ეს ფილმი მოძრაობის შესახებაა და ფოტოგრაფიაში თუ კინოეკრანზე მისი გადატანის შესაძლებლობაზე. როცა ფილმი უკვე მზად იყო, ფოტოგრაფმა ეკრანზე მოძრავი გამოსახულებები თავიდან გადაიღო. ამ სერიაში თავისუფალ მოძრაობას ვხედავთ, ჯერ სურათებად რ