სქემა - თამარ ჩხეიძე
04.01.2020თამარ ჩხეიძე, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი
აფხაზეთში, ჯერ კიდევ პერესტროიკამდე მიდიოდა გეგმაზომიერი ანტიქართული პროპაგანდა. საბჭოთა ხელისუფლება საქართველოს კომუნისტური მთავრობის ხელით ცდილობდა, აფხაზებისთვის ქართველების სიძულვილი ჩაენერგა. სამაჩაბლოში ასეთი მწვავე სიტუაცია არ იყო. 1980-იანი წლების ბოლოს, კრემლის პროვოკატორები უკვე ორივე მხარეს მუშაობდნენ. ცხინვალში შეიქმნა „ადამონ ნიხასი“, რომელსაც, როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში, ეს ჰქონდა დავალებული. სქემა იყო ასეთი: ქართულ სოფლებში ქართულენოვანი პროვოკატორების ხელით დაყრიდნენ ხმებს, რომ ოსები უნდა დაესხან თავს. ოსურ მოსახლეობაში კი გაავრცელებდნენ, თითქოს ქართველები მიდიოდნენ დასარბევად. ისე მიდიოდა ყველაფერი, რომ მალე ფიზიკურ შეტაკებაში გადაზრდილიყო.
ჩვენ, ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას, სწორედ ამ ეთნიკური დაპირისპირებისთვის გვინდოდა წინააღმდეგობის გაწევა და მუდმივ დიალოგს ვემხრობოდით. ზურაბ ჭავჭავაძე განსაკუთრებით გამოირჩეოდა ასეთი ინიციატივებით, დადიოდა ცხინვალში, ხვდებოდა ჯგუფებს,