გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #სტაჟირება

სტაჟირების პროგრამა ინდიგოში 2022


ინდიგოში სტაჟირებაზე განაცხადების მიღება დაიწყო

ინდიგო სამთვიან სტაჟირებაზე იწვევს სტუდენტებსა და ახალბედა ავტორებს სხვადასხვა მიმართულებისა და ფორმატის მასალებზე სამუშაოდ: ფოტოგრაფია, ტექსტი, მულტიმედია, ვიდეო. 

სტაჟირების დროს მომზადებული საუკეთესო მასალები ინდიგოს ვებსაიტზე გამოქვეყნდება. 

პროგრამაში მონაწილეობისთვის შეირჩევა 4-5 მონაწილე,  რომლებიც მიიღებენ გამოცდილებას შემდეგი მიმართულებით:

  • ამბის განვითარება იდეიდან - გამოქვეყნებამდე
  • ვიდეოს წარმოება
  • ტექსტების დამუშავება
  • ციფრული  კომუნიკაცია

ისინი, ვისაც ციფრული შინაარსის შექმნა და მისი მართვა აინტერესებს,  იმუშავებენ სოციალური მედიის რედაქტორთან ერთად.  

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აინტერესებს კონტენტის წარმოება.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 2022 წლის 30 აპრილის 18:00 საათი.


ინდიგოს სტაჟირების პროგრამა უკვე მეხუთედ ცხადდება. ინდიგოს რედაქციასა და პროექტებზე დღემდე მუშაობენ სტაჟირების პროგრამის მონაწილეები, ისინი დღეს ჩვენი ავტორები და მკვლევრები არიან. 

სტაჟირება არ არის დისტანციური და ანაზღაურებადი და გრძელდება 3 თვე. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა