შეაჩერე სიყალბე
12.05.2016ტექსტი: ვიქტორია რომანიუკი, StopFake-ის აღმასრულებელი რედაქტორი
StopFake ორი წლის წინ შეიქმნა. ეს პროფესიონალი ჟურნალისტების რეაქცია იყო უკრაინის მოვლენებზე. ასე დავუპირისპირდით საინფორმაციო ომს უკრაინაში, რადგან მივხვდით, რომ აბსურდული ტყუილების ზვავი მთელ საერთაშორისო აუდიტორიას უქმნიდა წარმოდგენას უკრაინის მოვლენებსა და უკრაინელებზე.
StopFake-ის ჟურნალისტები ამორალური, ულოგიკო და აბსურდული ამბების სიყალბეს ააშკარავებენ, მაგალითად, ასეთის: „ქვეყანა ფაშისტებმა, ბანდერელებმა ჩაიგდეს ხელში. ხუნტის წევრები ბავშვებს ხეებზე აკრავენ…“ მაშინ, ჯერ მხოლოდ უკრაინაზე ვლაპარაკობდით. დღეს უკვე ცხადია – მეთოდები, რომელთაც კრემლის პროპაგანდა იყენებდა, უნივერსალურია და ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის გამოდგება.
შარშან უამრავი ყალბი შეტყობინება გავაანალიზეთ სირიისა და თურქეთის კონტექსტზე, რამაც რუსული პროპაგანდის ტენდენციები, კრემლის პროპაგანდის გლობალური მიზნებიც კი წარმოაჩინა.
დღეს რუსულ პროპაგანდაზე მსოფლიომ გაცილებით მეტი იცის,