გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ილუსტრაცია

სუპერუმრავლესობები და მაჟორიტარული სისტემა

მე რომ ინგლისის, ამერიკის ან იტალიის მოქალაქე ვიყო, მაჟორიტარულ სისტემას და, შესაბამისად, დიდი პარტიების წახალისებას დავუჭერდი მხარს. საამისოდ ჩემი არგუმენტები მაქვს (ისევე, როგორც პროპორციული სისტემის მომხრეებს აქვთ თავისი არგუმენტები), მაგრამ ეს თეორიული კამათი იქნება, რომელიც განვითარებულ, ჩამოყალიბებულ დემოკრატიებს შეეხება. მე კი საქართველოს მოქალაქე ვარ, და ამ შემთხვევაში, აქაური რეალობიდან ამოვდივარ.

მაჟორიტარული სისტემა საქართველოში საპარლამენტო სუპერუმრავლესობების შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ბოლო არჩევნების შედეგებმა ეს აზრი კიდევ უფრო განამტკიცა: პროპორციული სისტემით „ქართული ოცნება“ მყარ, მაგრამ ჩვეულებრივ უმრავლესობას მოიპოვებდა, შერეულით კი დიდი შანსი აქვს, საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს.

სიტუაციას ირონიულს ხდის ის ვითარება, რომ 2010 წელს პარლამენტმა, სწორედ ამგვარი ვითარების თავიდან ასაცილებლად, საკონსტიტუციო უმრავლესობის ზღვარი ორი მესამედიდან სამ მეოთხედამდე ასწია: კონსტიტუციის შეცვლას ახლა 100 კი არა, 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. თუმცა, როგორც ჩ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა