„სხივი ოკეანეებს შორის“ - ახალი სასიყვარულო დრამა კინოთეატრებში
მაიკლ ფასბენდერი და ალისია ვიკანდერი უკვე მეორე წელია ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გლამურული და პოპულარული წყვილია. თუმცა, ფილმი, რომლის გადაღებებზეც მათ ერთმანეთი გაიცნეს, კინოგაქირავებაში მხოლოდ ახლა გამოდის. ეკრანიდან რეალობაში გაგრძელებულ სიყვარულს საფუძვლად დერეკ სიენფრანსის ნამუშვარი: „ სხივი ოკეანეებს შორის“ ( The light between oceans ) დაედო, რომლის პრემიერაც 1 სექტემბერს ვენეციის კინოფესტივალზე შედგა.
„ის ძალიან ძლიერი მსახიობია და თანაც ძალიან გამბედავი. არ ეშინია პერსონაჟის ბნელი მხარეების სააშკარაოზე გამოტანის. მისით თავიდანვე ძალიან მოვიხიბლე“ - ასე დაახასიათა პარტნიორი ფასბენდერმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ტელეშოუში სტუმრობისას.
ფასბენდერთან და ვიკანდერთან ერთად ფილმში კიდევერთი ვარსკვლავი, ინგლისელი მსახიობი, რეიჩელ ვაიზი თამაშობს. „სხივი ოკეანეებს შორი“ 8 სექტემბრიდან თბილისის კინოთეატრებშიც გამოვა. ფილმის ნახვა ისთ-ფოინთის „კავეასა“ და „ამირანში“ იქნება შესძლებელი.
რეჟისორი დერეკ სიენფრენსი, რომელსაც მაყურებელი ალბათ ყველაზე კარგად ფილმით “ სევდიანი ვალენტინი“ ( Blue Valentine ) იცნობს, ამჯერადაც დრამატული სიყვარულის ისტორიას წარმოგვიდგენს. ფილმი მ.ლ. სტედმანის ამავე სახელწოდეების ბესტსელერის მიხედვითაა გადაღებული, რომელიც 2012 წელს გამოიცა.
[[{"fid":"1766","view_mode":"default","fields":{"format":"default","field_file_image_alt_text[und][0][value]":"","field_file_image_title_text[und][0][value]":"","field_description[und][0][value]":"","field_description[und][0][format]":"filtered_html"},"type":"media","attributes":{"height":"529","width":"529","style":"display: block; margin-left: auto; margin-right: auto;","class":"media-element file-default"}}]]
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა ომის ვეტერანი ტომ შერბურნი ( მაიკლ ფასბენდერი ) ავსტრალიის ერთ-ერთ სანაპიროზე დასახლდება და შუქურის დარაჯად დაიწყებს მუშაობას. მარტოსული, სევდიანი ტომი მალე მომხიბვლელ ახალგაზრდა ქალს, იზაბელს ( ალისია ვიკანდერი ) გაიცნობს და მასზე დაქორწინდება. ერთ დღესაც, უკაცრიელ კუნძულზე ოკეანე ნავს გამორიყავს, სადაც წყვილი ჩვილ ბავშვისდა გარდაცვლილ მამაკაცს აღმოაჩნენ. ტომი და იზაბელი გადაწყვეტენ, გოგონა თვითონ გაზარდონ და არავის უთხრან, რომ ის მათი შილი არაა. მათი რამდენიმეწლიანი იდილიაა მაშინ ირღვევა, როდესაც კუნძულზე ბავშვის ნამდვილი დედა - ჰანა ( რეიჩელ ვაისი ) გამოჩნდება.
სიენფრენსის ფილმმა სხვადასხვაგვარი რევიუები დაიმსახურა. ზოგი მას ემოციურ და ეფექტურ ნამუშევარს უწოდებს, ზოგიც ზედმეტ სენტიმენტალურობასა და მელოდრამატულობას უწუნებს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერსო შეფასება ალბათ გარდიანის კინოკრიტიკოსს, პიტერ ბრედშოუს ჰქონდა:
„ფილმის ყურებისას ტკბილეულის ჭამის ხასიათზე დადგებით. თუმცა, მასში დიდი გამბედაობაც იგრძნობა და ძალიან კარგი საყურებელია. ერთგვარ ტრანსშიც კი ჩაგაგდებთ“- წერს ბრედშოუ, რომელიც ფილმის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად მსახიობების კარგ თამაშს მიიჩნევს.