გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თავისუფლება

თავისუფლების წინააღმდეგ

1. ღმერთო ჩემო, რომელიც არ არსებობ, როგორ დავიღალე თავისუფლებით. ყველას, ვისაც შენ იცნობ, ყველა მოძრაობას, რომელიც ქალაქშია, ყველას და ყველაფერს უნდა რაღაც უფლება. თავისთვის. რაშიც აუცილებლად რაღაცის კეთების უფლება იგულისხმება. მინდა მარიხუანა მოვწიო. მინდა კლუბში ვიცეკვო. მინდა სექსი მქონდეს მასთან, ვისთანაც მე მინდა. მინდა სახლი ავაშენო, სადაც მინდა. მინდა მთავრობამ დამიფინანსოს ბიზნესი. მინდა ცნობადობა. მინდა მაღიარონ. მინდა, მინდა და მინდა... მე. და ამის საპირისპირო კონცეპტი ყოველთვის მონობაა. შენ არ გინდა? ან მიგაჩნია, რომ ჩემი სურვილი ფარდობითად უმნიშვნელოა? მონა ხარ! საბჭოთა კავშირის მონა ხარ. მიშას მონა ხარ. ბიძინასი. კოლექტივიზმის. და გამოდის ბანალური დიქოტომია და ტავტოლოგია: თავისუფლება კარგია, შესაბამისად, მონობა თავისუფლების საპირისპირო კონცეპტია და, შესაბამისად, ცუდია. არადა, თავისუფლების, როგორც „რასაც მინდა ვაკეთებ, რადგან მე თავისუფალი ვარ“, იდეის საპირისპირო კონცეპტი არ არის მონობა. ასეთი თავისუფლების საპირისპირო კონცეპტი პასუხისმგებლობაა. აბსოლუტურად ყველა შრეში. მ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა