ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

თბილისის წისქვილ-კომბინატი



კახეთის გზატკეცილიდან ჩანს თხუთმეტ სართულიანი კორპუსის სიმაღლის მოგრძო, რკინა ბეტონის კედელი. მის უკან ორმოცდა თხუთმეტი ათას კვადრატულ მეტრზე ყოფილი წისქვილ-კომბინატის ტერიტორიაა, თავისი ნაგებობებით. ქალაქის შუა გულში დგას უზარმაზარი ქარხანა.

თბილისისათვის საჭირო ფქვილი კი ჩამოდის ჩრდილოეთ კავკასიიდან, მრავალ უხერხულობასთანაა დაკავშირებული ეს საქმე. ზოგჯერ დაფქვის ხარისხი არადამაკმაყოფილებელია. ზოგჯერ ფქვილის ტარა არ არის საკმაო.

წინა საუკუნის შუა წლებში ქალაქი გარშემორტყმული აღმოჩნდა ქარხნებით. შემდეგ თბილისი გაიშალა და ქალაქის ცენტრში დარჩენილმა საწარმოო ობიექტებმა თანდათან დაკარგეს ქალაქგეგმარებითი ღირებულება. საწარმოო შენობა ფუნქციადაკარგულ საქალაქო ელემენტად იქცა. ქრება არქიტექტურაც.
თელი ყოფილი საბჭოთა კავშირი მოფენილია იდენტური ნაგებობებით. ისინიც დგას.

არის თუ არა მათი ადგილი დღეს ქალაქში?

1932 წლის პირველ მაისს საფუძველი ჩაეყარა წისქვილ კომბინატს. კოშკები სიგრძეზე ცხრა რომ არის, სიგანეზე კიდევ სამი, სულ 27. 32 მეტრი სიმაღლეზე ამართულა და მაინც ზევით მიიწევს. დაშლილია მათი საყრდენი. გაშლილი და ფართოა მათი მიზნები. მაღალ საკვამლეში ბოლი რომ ამოდის, ეს პურის საცხობია.

შეუძლებელია აფეთქება. უზარმაზარი სტრუქტურა ნაწილ-ნაწილ თუ დაიშლება. ისიც, თუ დაშლიან. რკინა ბეტონის კოლონები, ფერმები, ამწქვეშა კოჭები ნორმალურ მდგომარეობაშია. შენობა წარმოადგენს პოტენციალს პერსპექტიული ინვესტიციიასთვის, ალბათ.

- არა გჯერა, ამხანაგო?
- რატომ არა მჯერა. მე ეხლა დაუჯერებელი აღარაფერი მგონია. ახლა რომ მითხრან, ხვალ დედაშენი მეორედ გშობავსო, ამასაც კი დავიჯერებ. რაც წინათ ყურითაც კი არ გამეგონა, ახლა თვალით ვნახე. მჯერა რომ წისქვილია, მაგრამ როგორია ამას ვერ მივმხვდარვარ.