გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

The Rolling Stones- Havana Moon- დიდი პრემიერა თბილისში

25 მარტს კუბის დედაქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რომ ათწლეულების ოცნება აეხდინა. კუბის მოქალაქეებს პირველად ჰქონდათ საშუალება საკუთარ ქალაქში, ცოცხლად მოესმინათ  როკ-მუსიკის ლეგენდებისთვის.

ისტორიული მუსიკალური შოუ ჰავანაში Rolling Stones-ის 2016 წლის თებერვალსა და მარტში გამართული ლათინოამერიკული ტურნეს კულმინაცია იყო. კონცერტზე დასწრება, რა თქმა უნდა, თავისუფალი იყო.

მუსიკოსების ვიზიტი კუბაზე ახალგაზრდა ბრიტანელმა რეჟისორმა, პოლ დაგდეილმა გადაიღო და შემდეგ დოკუმენტურ ფილმად აქცია. The Rolling Stone- Havana Moon-  ფილმის ერთჯერადი ჩვენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 23 სექტემბერს გაიმართება. Havana Moon თბილისშიც გავა და მისი ნახვა ისტ-პოინტის კავეაში  20:30 საათზე იქნება შესაძლებელი.

 

1960 -იანი წლებიდან ლათინური ამერიკის ქვეყნებში როკი მტრის მუსიკად იყო გამოცხადებული და არა თუ მსგავსი მასშტაბური წარმოდგენები, პატარა როკ-კონცერტებიც კი არ ტარდებოდა. განსაკუთრებული სიმკაცრით ამ მხრივ კუბა გამოირჩეოდა, სადაც რეჟიმი ყველაზე დიდხანს გაგრძელდა და  ბოლო დრომდე ვერ ხერხდებოდა საზღვრების გახსნა. მას შემდეგ, რაც წლის დასაწყისში ამერიკამ და კუბამ დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს და ჰავანას თვით ბარაკ ობამა ეწვია, მწვანე შუქი უკვე ანთებული იყო. რამდენიმე დღეში იმავე აეროპორტში Rolling Stones-ის თითმფრინავიც დაჯდა.

 “დრო ყველაფერს ცვლის და ძალიან გვიხარია, რომ ახლა აქ ვართ. დარწმუნებული ვარ, არაჩვეულებრივი შოუ იქნება“- განუცხადა ჯაგერმა ტრაპთან დახვედრილ ჟურნალისტებს.

შოუ მართლაც გამორჩეულად საინტერესო გამოვიდა, რასაც კონცერტიდან გავრცელებული კადრებიც მოწმობს. მიკ ჯაგერიც და ჯგუფის სხვა წევრებიც ჩვეულ ფორმაში არიან და ამჯერად უკვე ახალ აუდიტორიას აოცებენ საკუთარი ენერიით და შემართებით.

რეჟისორი პოლ დაგდეილი ჯგუფის წევრებს მთელი ტურნეს განმავლობაში თან დაყვებოდა  და თითქმის ყველაფერს იღებდა. მას Rolling Stones- თან მანამდეც უმუშავია, ამიტომ მუსიკოსების ნდობა და თავისუფლად მუშაობის საშუალება თავიდანვე გარანტირებული ჰქონდა. კონცერტის გარდა, ორსაათიან ფილმში კულისებს მიღმა გადაღებულ საინტერესო კადრებსაც ნახავთ: ჯგუფის წევრების სამზადისი, დიალოგები, მსმენელების კომენტარები და ა.შ.  კამერაზე აღბეჭდილი ჰავანას ისტორიული ღამე ამიერიდან უკვე კინოს ისტორიაშიც გამორჩეულ ადგილს დაიკავებს.

[[{"fid":"1825","view_mode":"default","fields":{"format":"default","field_file_image_alt_text[und][0][value]":"","field_file_image_title_text[und][0][value]":"","field_description[und][0][value]":"","field_description[und][0][format]":"filtered_html"},"type":"media","attributes":{"height":"555","width":"740","style":"display: block; margin-left: auto; margin-right: auto;","class":"media-element file-default"}}]]

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა