გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
მუსიკა პროტესტი გია ხადური გერჩი ქვემეხი

სიმღერა. მამული. პროტესტი | გია ხადური

სიმღერა, როგორც მუსიკალურ-პოეტური ფორმა ისტორიულად ფოლკლორულია, ხალხურია. ამიტომ მოიძებნება ყველა ერის ფოლკლორში სოციალური ხასიათის სიმღერებიც. მოხეტიალე მომღერალ-მელექსეები სოციალურ და პოლიტიკურ ყოფაზე მწარედ ღიღინებდნენ, თუმცა მათი კრიტიკა უმთავრესად მაინც სატირულ-იუმორისტული განწყობისა იყო და მმართველი ელიტა მათ დიდად არასდროს ერჩოდა. 

მეოცე საუკუნის 1920-30-იანი წლებიდან საპროტესტო სოციალურ-პოლიტიკურმა სიმღერებმა კულტურული დატვირთვა შეიძინა. თავდაპირველად ამგვარ სიმღერებს ქალაქელი ფოლკ შემსრულებლები მღეროდნენ. 1950-60-იანი  წლებიდან კი, საქმეში როკ-ენ-როლი ჩაერია და ყველაფერი დავდაყირა დადგა.

როკ-ენ-როლი ახალგაზრდების მუსიკაა, უსამართლობაზე კი ყველაზე მძაფრად  ახალგაზრდები რეაგირებენ. მუსიკის ხასიათიც ენერგიული, უკომპრომისო და ხისტია. პროტესტის მუხტს აკუსტიკური ელემენტიც აცოცხლებს.  

საბჭოთა კავშირში ახალგაზრდული კულტურული რევოლუცია, ცხადია, ვერ მოხდა. ის კი არა, მისი ევოლუციაც ვერ შედგა. ნებისმიერ ელექტროგიტარიან საბჭოთა ყმაწვილს 

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

გამოწერა
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა