გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ალავერდობა და პოსტ-პანკი | გიორგი ყორღანაშვილი


გურამმა მთვრალი თუშის ცხენი გაიტაცა, უვალ ადგილებში გააქანა, ტაძრის გუმბათის ყველაზე უფრო ძნელად მისადგომ ლავგარდანზე აიჭრა და გადმოხედა მეინსტრიმს.

იოლი დეფინიციით, პანკი შეურიგებლობა და ამბოხია, რაღაც ძალიან რომ არ მოგწონს, ყოვლად უარმყოფელი რიტორიკით გალაშქრებას ცდილობ, გმობ ან იკიდებ; თვალსაჩინო კონტრკულტურაა, მძიმე, ნიჰილისტური განწყობით ნაკარნახევი. დრომ და სივრცემ, როცა და რომელშიც პანკი შეიქმნა, ანუ 60-70-იანი წლების ბრიტანეთმა და აშშ-მ, ადვილად შეიგუა პანკის ასეთი თვისობრიობა, შეიგუა და გამოკვება კიდეც. საჭირო და აუცილებელი იყო რეალობაზე დროული და, რაც მთავარია, პანკური რეაქცია.

„პირველ წუთებში ეფექტი მთლიანი იყო“. პანკმა თავისი საქმე გააკეთა, მკვეთრი მუსიკალური და სოციალურ-პოლიტიკური ინერცია გააჩინა, ყურადღება მიიქცია. „მას მოეჩვენა, რომ მიაღწია იმ საწადელს, რომლის სახელიც სიტყვებით აღარც კი ახსოვდა“. დრომ დაიტია პანკი, მაგრამ მუსიკალურმა სივრცემ მალევე მოიბეზრა. „და იმავე წუთს სადღაც გაქრა მთელი მისი უსაზღვრო, ვნებადქცეული სურვილი“. არტისტებში ახალი ფი

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

გამოწერა
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა