ცხოვრება - არაშენდა
14.05.2021
თბილისის რუკაზე გაბნეულია კორპუსები, რომელთა მშენებლობაც არ დასრულდა გეგმის მიხედვით, შეწყდა შუა პროცესში ან მიატოვეს რაიმე დაბრკოლების გამო. ქალაქში ასეთ კორპუსების კრებითი სახელით მოიხსენიებენ - არაშენდა. კორპუსების დაუსრულებლობის მიზეზი განსხვავებულია: საბჭოთა კავშირის დაშრა, დეველოპერული კომპანიის გაკოტრება, ანაც ბრალდებები მშენებლის თაღლითობის შესახებ. თუმცა, ასე თუ ისე, არაშენდა სახლია ასეულობით ადამიანის ქალაქის სხვადასხვა წერტილში, რომლებიც ცხოვრობენ, ვახშმობენ, სძინავთ და იღვიძებენ სახლში, რომელიც არ აშენდა.
ინდიგო წარმოგიდგენთ ნათია შარმიაშვილის დოკუმენტურ ვიდეოს, რომელიც შეეხება ერთ-ერთ არაშენდა კორპუსს ვაზისუბანში. ავტორი ინტერესდება სივრცით, რომელიც სავსეა დაუსრულებლობით და სოციალური გადაკვეთის წერტილებით, რომლებიც უნდა აერთიანებდნენ კოპუსის მცხოვრებლებს, თუმცა ზოგჯერ იქცევიან დაუძლეველ ბარიერებად.