„უცნაური გასეირნება“, ზედხედები და ჩრდილები
ინტერვიუ მერაბ სურვილაძესთან
მერაბ სურვილაძე, მხატვარი.
ცხოვრობს ბრიუსელში.
წლების განმავლობაში მას იცნობდნენ, როგორც კოლორიტული და გროტესკული ნამუშევრების ავტორს, თუმცა ერთხელაც მერაბ სურვილაძის მხატვრობა სრულიად სხვა სახის პროექტად გადაიქცა: მისი აბსტრაქტული მხატვრობის მთავარი თემა ზედხედი და ჩრდილებია.
ხ.ხ.: თავიდან ნაივის ტიპის მხატვრობით დაიწყე, გიცნობდნენ როგორც ფიგურატიული ნამუშევრების ავტორს.
მ.ს.: პირველი ნამუშევარი, რომელიც 1990-იანების დასაწყისში დიდ გამოფენაზე მოხვდა იტალიაში და გაიყიდა, მართლა ბავშვის ნახატების მიხედვით გავაკეთე. ისეთი გამოსახულება იყო, ბავშვები წერტილებით და მძიმეებით პატარა კაცუნებს რომ ხატავენ ხოლმე. ექსპრესიული და ცოტა გროტესკული გამოვიდა. საქართველოდან რომ წავედი, ნამუშევრებში ნაციონალური კულტურის ნიშნებიც გაჩნდა, ოღონდ იდეოლოგიური პათოსის გარეშე. კაც