URBAN GREENS - ტუსა ღარიბაშვილი და ქეთა ბეჟიტაშვილი
19.11.2018
ტუსა ღარიბაშვილი:
ორი წლის წინ გამიტაცა იდეამ, შემექმნა ურბანული მეურნეობა და მომეყვანა ვიტამინებით გაჯერებული, მრავალი სახეობის მიკრომწვანილი. მანამდე, ამ სფეროსთან შეხება არასდროს მქონია – ფსიქოლოგი ვარ, Urban Greens-ამდე ვმუშაობდი სხვადასხვა კორპორაციაში. საქმის დაწყების ინსპირაცია ჩემი შეფი მეგობარი იყო. საზღვარგარეთ მიკრომწვანილებს მაღალი კლასის რესტორნებისთვის იყენებენ, ჩვენთან კი ცოტა ხნის წინ, ჯერ კიდევ იშვიათი პროდუქტი იყო.
ამ ტექნოლოგიას საქართველოში არც კი იცნობდნენ, ამიტომ რჩევისთვისაც ვერავის მივმართავდი, ყველაფერი ჩემით უნდა მომეძიებინა – ვკითხულობდი, ვეცნობოდი ბლოგებს, ფორუმებს, ინტერნეტით ვიღებდი კონსულტაციებს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილი ფერმერებისა და აგრონომებისგან.
ჩემს მეგობართან, ქეთა ბეჟიტაშვილთან ერთად დავიწყე ეს პროექტი. შემოვსაზღვრეთ 10 კვადრატული მეტრი სივრცე, მოვაწყვე