გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ვაკანსია

ვაკანსია - ვიდეოს ავტორი

ინდიგო ეძებს გუნდის ახალ წევრს, რომელიც  რედაქტორთან შეთანხმებით რეგულარულად შექმნის ვიდეო კონტენტს ვებსაიტისა და სოციალური ქსელების პლატფორმებისთვის. ინდიგო 2015 წელს დაარსდა როგორც ჟურნალი, მოგვიანებით ბეჭდურთან ერთად ონლაინ კონტენტის წარმოებაც დაიწყო და შექმნა საკუთარი სტილი. ინდიგო საზოგადოებრივ, კულტურულ ამბებს აღწერს, ეძებს განსხვავებულ კუთხეებს, აკვირდება და აანალიზებს მოვლენებს.  შერჩეული კანდიდატი სწორედ ასეთ ვიდეო კონტენტს შექმნის.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამუშაო თემების მოძიება და რედაქტორთან შეთანხმება
  • თემის დამუშავება, წყაროებთან მუშაობა, გადასაღები ლოკაციის შერჩევა, გადაღება და მონტაჟი
  • კვირაში მინიმუმ ორი ვიდეოს წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ვიდეოს დაგეგმვის და გადაღების გამოცდილება;
  • სამონტაჟო პროგრამების, მონტაჟის მაღალ დონეზე ცოდნა.

სამუშა გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: 900-1200 ლარი (NET)

დაინტერესებულმა პირებმა 2021 წლის 10 სექტემბრამდე გამოაგზავნეთ თქვენ მიერ მომზადებული ვიდეოების ბმულები და  CV შემდეგ მისამართზე: hr@indigo.com.ge

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა