გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ვინილი
თეგები: #ინდიგო N18

ვინილი არის ურთიერთობა

„ვოდკასტის კოლექტივი გეპატიჟებით ინსტორ წვეულებაზე. დავუკრავთ ჩვენი კოლექციის ყველაზე ღრმა ჯურღმულებიდან ამოქექილ ჯაზს, ფანკს, სოულს, აფროს, დისკოს, ჰაუსს და სხვა მარგალიტებს“, – გამიმართლა და ასეთ მოსაწვევებს ბოლო წლებში ხშირად ვიღებ ხოლმე. კიდევ იმითაც გამიმართლა, რომ ამ პატარა მოსაწვევში, რაც კი უცხო სიტყვებია, არც ერთი არ მაბნევს. სიტყვა „ინსტორის“ მნიშვნელობაც კი მესმის. ანუ ასეა საქმე: მაღაზია „ვოდკასტის“ კოლექტივი მეპატიჟება წვეულებაზე, რომელსაც მაღაზიაშივე (ანუ ინ სტორ) მართავს და იქ მომასმენინებენ, თუ მომასმენინებენ! სულ დავიწყებულებს და საუკეთესოებს, ყველანაირ მუსიკას, რის ხასიათზეც შეიძლება ვიყო და არ ვიყო, მაგრამ – დავდგე.

მუსიკის მოსმენა რიტუალია – აი, გხედავთ კიდეც, ვინც ამას კითხულობთ, უკლებლივ ყველა თანხმობის ნიშნად მიქნევთ თავს. თუმცა, დავამატებდი:

მუსიკის მოსმენა, ზოგჯერ ნებით და ზოგჯერ უნებლიეთ, ჩვენ თვითონვე ვაქციეთ მონოტონურ, ერთფეროვან აქტად. სტანდარტულ და კარგად გაჩვეულ აკომპანიმენტად იმ დროისთვის, რომელსაც ანგარიშის წერაში, ჭურჭლის

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა