ქართული ენის წიგნი გალში | წერილები აფხაზეთიდან
09.07.2026„სკოლიდან მახსოვს ჩვენი აფხაზურის მასწავლებელი, რომელმაც ერთხელ მერხზე ნაპოვნი ქართული ენის წიგნები აიღო და მეოთხე სართულიდან გადაყარა ასეთი სიტყვებით: 'ჩემს გაკვეთილზე ასეთი ნაგავი აღარ დავინახო'.“
„წერილები აფხაზეთიდან“ ჩვენი ჯერ ნაცნობებისაგან, ბოლოს კი უკვე მეგობრებისგან მიღებული გზავნილებია - ზოგი ტექსტად, ზოგიც სტატიკურ ან მოძრავ გამოსახულებებად. წერილებს აფხაზეთიდან გვიგზავნიან იმწუთიერი განცდებისა და ფიქრების აღსაწერად, რადგან დიდ სურათში არც თავად იციან, დარჩებიან თუ წავლენ; იპოვნიან სიმყუდროვეს მკაცრად შემოღობილ ედემში, თუ შვილებისა და საკუთარი სიმშვიდის, კეთილდღეობის საძებნელად გახსნილ სამყაროში მოიწყობენ ახალ სახლს. ამ წერილებსაც უსახელოდ ვაქვეყნებთ, ზედმეტი თავსატეხებისაგან თავის ასარიდებლად.