გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
იესო

ძალა ღმერთობაშია | გიორგი მაისურაძე

მიხაილ ბულგაკოვის „ოსტატსა და მარგარიტაში“ ქრისტე („იეშუა გა ნოცრი“) პილატესთან სასამართლოზე ამგვარ აზრს გამოთქვამს: „ყოველი ხელისუფლება არის ხალხზე ძალადობა. და მოვა დრო, როდესაც არანაირი ხელისუფლება – არც კეისრების და არც რაიმე სხვა – აღარ იარსებებს, რადგანაც ადამიანი გადავა ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის სამეფოში, სადაც არანაირი ძალაუფლების საჭიროება აღარ იქნება“. ასეთი სიტყვები კანონიკურ სახარებებში არ გვხვდება და ამიტომაც მათ თავად ბულგაკოვისეულ იდეად, ან უფრო ოცნებად მიიჩნევენ ხოლმე კომენტატორები, რაც მწერალს სტალინის დიქტატურის უმძიმეს პერიოდში მოღვაწეობის გამო გაუჩნდა.

ნაპოლეონის ერთ-ერთი ბიოგრაფიის კითხვისას სტალინის განსაკუთრებული ყურადღება ერთმა წინადადებამ მიიპყრო: „თუკი საკუთარი რელიგიის არჩევა დასჭირდებოდა, ნაპოლეონი უთუოდ მზის თაყვანისცემას აირჩევდა, რამდენადაც მზე ყველაფერს ანაყოფიერებს და ნამდვილი მიწის ღმერთია“. სტალინს წითელი ფანქრით შემოუხაზავს სიტყვა „მზე“ და კომენტარიც მიუწერია: „хорошо!“ 

პირველმა ქრისტიანმა იმპერატორმა, წმინდანად შერაცხულმა კონ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა