გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ლიანდაგები შახტაში
თეგები: #პოეზია

ზარხუფი | ready-made

ready-made (ალექსანდრა აროშვილი, „ინდიგო“ #35)

 

წინააღმდეგობის შემდეგ

„მაღაროელები“ კიდევ ერთხელ რჩებიან

შეუბრალებელ თანამედროვე სამყაროსთან პირისპირ:

ათასი უცნობი ტექნოლოგია,

ენა, რომელიც მუშათა კლასმა არ იცის.

ენა დამყოფი, დამანაწევრებელი.

ეს გადახდის აპარატების,

ბანკის რობოტი ოპერატორის ენაა.

მშრომელებმა უკვე იციან,

რომ კიდევ ერთი წინააღმდეგობის შემთხვევაში,

ამ დამღლელ და გაუგებარ ენაზე

მათ ადმინისტრატორები და კომპანიის მენეჯერები დაელაპარაკებიან:

ეტყვიან ათასგვარ უცხო ტერმინს,

დიდხანს და დამაჯერებლად ისაუბრებენ

საერთაშორისო ბიუროკრატიის,

ახალი ტექნოკრატიის სინტაქსით.

რომელიც სრულიად უცხოა

დეინდუსტრიალიზებული ქვეყნის

ინდუსტრიული მუშებისთვის.

 

ეს მუდმივი მანიპულაცია ციფრებითა და ტერმინებით,

მოლაპარაკებას შეუძლებელს ხდის,

გზას უკეტავს გაფიცვის მოგების სტრატეგიულ ფორმას

- რაც ნიშნავს იმას, რომ ცლის ღირებულებისგან

ასევე მოლაპარაკების ძალას,

პროფკავშირების ისტორიულ როლს,

სტუდენტების ამპარტავან სოლიდარობას.

ზარხუფი არის შუშის ზარი.

ზარხუფი უზარმაზარია და თავზე გემხობა,

ქმნის ვაკუუმს და შიგნით გაქცევს.

ის გამჭვირვალეა:

გარედან ჩანს, მასში რა ხდება,

მაგრამ ხმა აქედან, გარეთ არ აღწევს.

ეს ხმა ყრუა,

შუშის კედლები კი დამახინჯებულ გამოსახულებებს გაჩვენებს.

როგორც თევზს ეშინია

საკუთარი არარეალური ანარეკლის მრგვალი აკვარიუმის კედლებში,

ზარხუფში მყოფი,

ნელ-ნელა ეჩვევი შენს ახალ, დეფორმირებულ სახეს,

არაადამიანურ თვითცნობიერებას,

უიოგო ყელს და უსუსურად დაფჩენილ პირს.

ზარხუფი შუშის ზარია, რომელიც თავზე გემხობა.

ფოტო: სოფო აფციაური

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა