გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

„ძირითადი ინსტინქტის“ რეჟისორი ახალი პროვოკაციული ფილმით ბრუნდება.

„გამორთეთ შუქები და დაელოდეთ საშინელებას. პოლ ვერჰოვენის ახალი ფილმი Elle მძვინვარე და დაუნდობელი შავი კომედიაა, რომელიც სექსუალური თავდასხმით იწყება და მდიდრულ რესტორანში სადილით გრძელდება”- ასე დაახასიათა  ვერჰოვენის ფილმი „გარდიანის“ კინოკრიტიკოსმა პრემიერის შემდეგ. „გაუპატიურების თემაზე შექმნილი ყველაზე ძლიერი ფილმი“ ეს კი უკვე  „ჰოლივუდ რეპორტერის“  შეფასებაა.

Elle-ს პრემიერა მაისში, კანის კინოფესტივალზე შედგა და ჩვენების დასრულების შემდეგ თითქმის შვიდწუთიანი უწყვეტი ოვაცია დაიმსახურა. 22 სექტემბრიდან ფილმი საქართველოშიც გამოდის ეკრანებზე. მისი ნახვა მაყურებელს თბილისში  „ამირანში“ და „კავეა ისთ ფოინთში, ბათუმში კი კინოთეატრ „ აპოლოში“ შეეძლება.


კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე  პოპულარული ეროტიული თრილერის, „ძირითადი ინსტინქტის“ ავტორი ამჯერადაც თამამი და პროვოკაციული  ნამუშევრით დაუბრუნდა დიდ ეკრანს. მისი ახალი ფსიქოლოგიური თრილერის  მთავარი პერსონაჟიც ქალია, მაგრამ უფრო ძლიერი და თავისუფალი, რომელიც არ უშინდება მორალურ და გენდერულ კლიშეებს და იერარქიებს.

მიშელ ლე ბლანი ( იზაბელ იუპერი ) მდიდარი და გავლენიანი პარიზელი ქალი,  ვიდეოთამაშების კომპანიის დირექტორია. ერთ დღესაც ის საკუთარ სახლში ნიღბიანი თავდამსხმელის გაუპატიურების მსხვერპლი გახდება. ეს დღე  სამუდამოდ ცვლის მიშელის ცხოვრებას და დამოკიდებულებებს. ეს მოვლენა მასში  მამასთან – სერიულ მკვლელთან დაკავშირებულ ბავშვობისდროინდელ ფსიქოლოგიურ ტრავმებს აღვიძებს და მოსვენებას არ აძლევს. ის პოლიციაში არ მიდის და  ცდილობს, თავად გაარკვიოს, ვინ იყო  თავდამსხმელი. მოძალადის ვინაობის დაადგენის შემდეგ კი, მიშელი უცნაური ურთიერთობას აბამს მასთან.

 

ვერჰოვენი თავდაპირველად ბოსტონში გეგმავდა ფილმის გადაღებას, თუმცა, ამერიკელმა მსახიობებმა მას უარი უთხრეს როლზე.  „ როდესაც არაერთი ამერიკელი ა კლასის მსახიობისგან მივიღეთ უარი, მივხვდით, რომ ასეთი ისტორია, სადაც მოქმედება რევანშის გარეშე ვითარდება, ამერიკული ბაზრისთის არ იქნებოდა საინტერესო. მსგავს „ამორალურ“ როლს ამერიკელი მსახიობი არ შეასრულებდა“- განაცხადა ვერჰოვენმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

რეჟისორმა გადაწყვიტა ფილმი ევროპაში გადაეღო, სადაც მისი აზრით გარემო და საზოგადოება უფრო თავისუფალია და მსახიობებსაც უფრო მეტი გამბედაობა აქვთ. საბოლოოდ საფრანგეთი აირჩია და ფილმსაც ფრანგული სახელი დაარქვა. ( Elle ფრანგულად მდედრობითი სქესის ნაცვალსახელია). რადგანაც გადამღები ჯგუფის უმეტესობა ფრანგი უნდა ყოფილიყო, რეჟისორს ენის კურსებზე სიარული მოუწია, რომ დავიწყებული ფრანგული გაეხსენებინა. მთავარ როლზე კი იზაბელ იუპერი დაამტკიცა: „ ის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია, ვისაც ცხოვრებაში შევხვედრილვარ. ყველასგან გამორჩეული, განსაკუთრებული ადამიანი და შეუძლია, ნებისმიერ სიტუაციაში აირიდოს თავიდან კლიშეები. ყოველთვის პოულობს განსხვავებულ, ორიგინალურ გამოსავალს და ზოგჯერ ისეთი იდეებით მოდის, ვერ კი ვიოცნებებდი.“

მართალია, ფილმმა კანის კინოფესტივალის კონკურში პრიზი ვერ აიღო, მაგრამ ფესტივალის მსვლელობისას კინოკრიტიკოსთა  რეიტინგში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა.  „ეს არის ფილმი, რომელიც კიდევ დეკადების მანძილზე გამოიწვევს დისკუსიებს“- აღნიშნა Time Outის ჟურნალისტმა , კატერინ ბრეიმ ფილმის ნახვის შემდეგ.

[[{"fid":"1820","view_mode":"default","fields":{"format":"default","field_file_image_alt_text[und][0][value]":"","field_file_image_title_text[und][0][value]":"","field_description[und][0][value]":"","field_description[und][0][format]":"filtered_html"},"type":"media","attributes":{"height":"412","width":"618","style":"display: block; margin-left: auto; margin-right: auto;","class":"media-element file-default"}}]]

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა