ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

#ერთადორბელიანზე

Caravan ორბელიანზე კიდევ უფრო მარავალფოეროვანი ღონისძიებებით, გამოფენებით, მარკეტებით და გასართობი ზონებით დაგვიბრუნდა.

7-8 აგვისტოს, 19:00 საათიდან, ქარავანის ფარგლებში, ორბელიანის მოედანზე ათონელის ქუჩა თანამედროვე ხელოვნების მულტიმედიურ საგამოფენო სივრცედ გადაიქცევა. ძველი თბილისის ისტორიულ ქუჩაზე სხვადასხვა არტისტის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება მხატვრობა, დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნება, ქანდაკება, ინსტალაცია, ფოტოგრაფია, ვიდეო და ქუჩის მხატვრობა.

თქვენ შესაძლებლობა გექნებათ იხილოთ ქართული წამყვანი გალერეების - Dedicace Gallery, Project Artbeat-ის Moving Gallery, The Why Not Gallery, Arttent - გამოფენები, რომლებიც წარმოგიდგენენ ქართული თანანედრივე არტისტების - მანუჩარ ოქროსვარიძის,  ნინო საკანდელიძის, თეკლა კიღურაძის, თენგიზ სეფიაშვილის, ლევან ყიფშიძის ნამუშევრებს. ათონელზე, ასევე იხილავთ მხატვარ ნინო ბუღაძისა და მოქანდაკე პაკო შველიძის დამოუკიდებელ გამოფენებს და ფოტოგრაფ ნოდარ ცხვირაშვილის და ლელი ბლაგონრავოვას აგვისტოს ომის 12 წლისთავისადმი   მიძღვნილ ფოტოგამოფენას.

ამ ყველაფერთან ერთად, თქვენ გელოდებათ პარტნიორ გალერეების - Blackdog  Shop-ის, The Why Not Gallery-ის, ArtTent-ის Gift Shop-ები, სადაც შეძლებთ შეიძინოთ საჩუქრები, სუვენირები, აქსესუარები და თანამედროვე ქართველი არტისტების ნამუშევრები.

....ისიამოვნეთ, მოუსმინეთ ცოცხალ მუსიკას და გაიცნით მეტი საერთო ინტერესის მქონე ადამიანი.

აქვე იხილეთ ქარავანის გასული შაბათ-კვირის ღონისძიებების ფოტოები.