გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ბატკანზე - რამაზ გელაშვილი, 58 წლის, ახალგორი

რამაზ გელაშვილი, 58 წლის, ახალგორი

სხვაგან ყველგან იყო: საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის. სომხები და აზერბაიჯანელები ერევანში და ბაქოში ყიდულობდნენ სახლებს. ელოდებოდნენ, როდის ეტყოდნენ რო წადით. ჩვენთან კიდე გასაყოფი არაფერი იყო, არავითარი ნაციონალური ნიშნით განსხვავება. ბოლომდე, დღემდე. ამიტომ ვამბობ, ახალგორია ის წერტილი, საიდანაც შერიგება შეიძლება დაიწყოს-მეთქი.

ოსებმა ბინების გაყიდვა იქამდე დაიწყეს, სანამ იარაღის ჟღარუნი ატყდებოდა. ყიდდნენ ჩუმად. თვითონ ოსები არცხვენდნენ ერთმანეთს, გამყიდველი ხარ, რატომ ყიდი, სად გარბიხარო? მილიციაში ჩუმად აფორმებდნენ ქართველებზე.

აი, რო ატყდა სროლები, მერე დაიწყო შეჭრა და სახლების დაკავება. 33 ბინა იყო ახალგორში, სადაც ქართველები შევიდნენ. მანამდე არა.

***

პიანისტი ცხოვრობდა ჩვენს მეზობლად ერთი. ასობი გამოშვება პიანინო ქონდა. გაყიდა, მაინც ამ ქართველებმა უნდა წამართვანო. აბა, ოსი ხო არ იყიდის, ქართველს უნდა ეყიდა. წაიღეს ეს პიანინო დუშეთში, თურმე რაღაც უჟანგავ სტრუნებზეა. იშვიათი. ძალიან ძვირ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა