გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ემიგრაცია

28 თეთრი | თინა, ვაშინგტონი

თინა, 44 წლის, ვაშინგტონი

საქართველოდან წამოვედი 90-იან წლებში, როდესაც ცხოვრება იყო უბრალოდ გაყინული. უკვე ვმუშაობდი უმცროს ექიმად, ძალიან კარგი თანამშრომლები მყავდა, მაგრამ ერთი დღის მორიგეობაში 28 თეთრს ვიღებდით ხელფასად. ეს იყო მაქსიმუმი – მეტის მიღწევა მაშინ იქ, ფიზიკურად შეუძლებელი იყო.

ბევრი მიდიოდა ქვეყნიდან ჩემ გარშემო, უმეტესობა ამერიკაში.

მეც ასეთი ახლობლისგან გავიგე, რომ ერთ სამედიცინო ცენტრში ტრავმატოლოგიურ მასაჟისტს ეძებდნენ, მითხრეს, რომ იყო შანსი, იქ დამეწყო მუშაობა. სასწრაფოდ გავიარე მასაჟის კურსი, შევისწავლე ტექნიკა და რამდენიმე თვეში ჩამოვედი, მაგრამ იმ ადგილას, თავისთავად ცხადია, უკვე მუშაობდა სხვა.

ბებიას, ალცჰაიმერის და დიაბეტის დიაგნოზით, საოცარი ოჯახი ჰყავდა – დიდი, ხმაურიანი და ძალიან მეგობრული. ოთხივე ქალიშვილმა მართლა შვილივით მიმიღო. ერთ-ერთმა შემომთავაზა კოლეჯში მისი სახელით ჩამებარებინა, sponsorship ჰქვია ამ მხარდაჭერას, როდესაც ვიღაც იღებს პასუხისმგებლობას შენს განათლებაზე. შევთანხმდით, რომ ვიმუშ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა