გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ტრანსპორტი

ა დან ბ პუნქტში

თანამედროვე  ქალაქების მთავარი გამოწვევა მანქანებით გადატვირთული ქუჩებია. ავტომობილების სიიაფემ იოლად ჩაანაცვლა ფეხით სიარული და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, თბილისელები, რომელთა ხელფასი 1000 ლარს აღემატება, საცობების მიუხედავად, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტომანქანით მოძრაობას ამჯობინებენ. და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხუთი მგზავრიდან, მხოლოდ ერთია მამაკაცი.

თბილისის და ზოგადად ქვეყნის სატრანსპორტო კულტურა ცალსახად კერძო ავტომობილზეა ორიენტირებული. ქვეითები ნაწილობრივ, ველოსიპედისტები კი თითქმის სრულიად განდევნილია ქუჩებიდან და ტროტუარებიდან. მანქანები ყოველდღე იტაცებენ ახალ კუნძულებს საზოგადოებრივი სივრცეებიდან.

არასწორი დაგეგმვისა და სუსტი სატრანსპორტო კავშირების გამო, მოძრაობა მოუხერხებელთან ერთად, ხელმიუწვდომელიცაა. თბილისი სულ უფრო ნაკლებად მიმზიდველი ხდება საცხოვრებლად და ბიზნესის საწარმოებლად.

მართალია, ტელე და ინტერნეტ კომუნიკაციის განვითარებამ ფიზიკური გადაადგილების აუცილებლობა შეამცირა, მაგრამ, მობილობა კვლავ საქალაქო ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტად რჩება.

სატრანსპორტო სისტემების გამართულად მუშაობა პირდაპირპროპორციულად ასახავს იმას, თუ რა მდგომარეობაშია ესა თუ ის საზოგადოება.

ავტომობილის იმპორტზე არარსებული რეგულაციების გამო, სულ უფრო მეტად იზრდება ძველი, იაფი და ამორტიზებული მანქანების იმპორტი და შესაბამისად, პრობლემათა რიცხვიც.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე დახარჯული რესურსი სოციალური ინვესტიციაა, რომლის უმთავრესი მიზანი არ შეიძლება იყოს პირდაპირი ფინანსური მოგების მიღება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ის სექტორია, რომელიც წამგებიანია ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ აუცილებელია საზოგადოების ყოველდღიურ საქალაქო ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვისთვის. ამ დანახარჯებს ქალაქი სხვა სარგებლის სახით აინაზღაურებს. ეს შეიძლება იყოს მოქალაქისთვის ა დან ბ პუნქტში უსაფრთხო გადაადგილება, ხელსაყრელი ქუჩების გამომოცოცხლება თუ პატარა ბიზნესების გაფართოება.  

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა