აირწინაღი | მანანა, 52 წლის, წითელუბანი
22.02.20201987 წელს, წითელუბანში რო გამოვთხოვდი, ეს სულ ოსური სოფელი იყო, რძლები თუ ვიყავით ქართველები. მერე 89 წელს, ჯერ აჭარაში ჩამოწვა მეწყერი, ცოტა ხანში ხეითში და იქიდან ჩამოასახლეს ოჯახები. ქართველებსა და ოსებს შორის მაშინ ჯერ არაფერი არ იყო მომხდარი.
1989 წელს, ცხინვალთან ხალხი რო ჩაიყვანა გამსახურდიამ, იმის მერე დაიწყეს არაფორმალებმა შემოსვლა ჩვენთან. არაფორმალებს ვეძახდით მაგათ, ავტომატებით დადიოდნენ. გამოივლიდნენ ბევრნი, მანქანებით, იგინებოდნენ და გვიყვიროდნენ – ოსებო, მოშორდით აქედანო. ერთი რაჭველი კაცი იყო, იურა, მერე დაიღუპა, მაგის სახელი მახსოვს. თავიდან ვინც გამოსული ბიჭები იყვნენ აქ, ოსები, იმათთან იჭერდნენ საქმეს, ეცნობოდნენ სოფელს – ვინ მდიდარი იყო, ვინ ღარიბი. მდიდარ ოჯახებს ძალიან ავიწროვებდნენ. მეზობელი გვყავდა ერთი, აქ მაცივრების უფროსი იყო, წაიყვანეს და ორი დღე და ღამე ფეხებით ჰყავდათ დაკიდული, სანამ ყველაფერი არ წაართვეს.
შენ კიდე ოსი ხარ და ხმას ვერ იღებდი. აბა, გასულიყავი სადმე და ოსურად სიტყვა გეთქვა, განსაკუთრებით, გორში. ძალიან შეგვეშინდა მე და ჩემ მ