გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პოეზია

აკრძალვა | მედეა იმერლიშვილი

შიშის დღეები
სიჩუმის დღეებად
გადაიქცა, უსიტყვო დღეებად.
წვეთების ხმა - სიჩუმეში.
აღარსად იყავი და არარა იყავი.
ჩემი ხელი ემსგავსება დაღარულ ხელს
თბილხმიანი ქალისას, ჰო, დღითიდღე
იღარება წვრილი ხაზებით. წვეთების ხმა.
უეცარი მრისხანება. უეცარი აუტანლობა ქალის.
დადუმებული ქუჩები.
ნუთუ ასე იქნება სულ?
ნუთუ შეიცვლება ადამიანი?
ნუთუ შეიცვლება სამყარო?
ცვლილებების ვერარმომცნობი მგზავრები.
ცარიელი ქუჩები. ცარიელი ბაღები გაზაფხულის.
შეიძლებოდა რაღაც გეთქვა,
დუმილმა ამოკრიფა ღილები, რომელიც დამებნა,
ცისფერი ზარდახშიდან. ცისფერი.
ფირუზისფერი ხმა და კაშკაშა ნათელი
აკვიატებული მოგონების.
კაშკაშა ნათელი, თეთრზე თეთრი.
ხელს ავიფარებ თვალებზე,
ხელს ავიფარებ პირზე. გავჩუმდი.
შენი შავ-თეთრი ყველა ფერზე ფერადია.

სიტყვები ადუმებს სივრცეს და ჩრდილებს ადუმებს
და მზერასაც ადუმებს და ჩვენ - ცხოველებს და ჩვენ - ადამიანებს
სხვადასხვა მხარეს მიგვიჩენს ფიქრებისთვის,
რომლებსაც ქარი გაწეწავს და ღრუბლად გამოსახავს.
ორთვალის ჭრიალი, უარაფრობა დღისა.


loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა