არანაირი არაფერი
10.02.2021 | 15 წუთიანი საკითხავისაუბარი ანთროპოლოგ მარტინ დემანტ ფრედერიკსენთან, რომელიც იკვლევს, როგორია ცხოვრება მაშინ, როცა ადამიანი მნიშვნელობას, ორიენტირსა და მისაბაძ გმირს კარგავს „საინტერესოა, რატომ ეშინია ამდენ ადამიანს არაფრობის. მაგრამ, ალბათ, კიდევ უფრო საინტერესოა, რატომ არ ეშინია ამ მდგომარეობის ზოგიერთ მათგანს”.
მარტინ დემანტ ფრედერიკსენი, „არაფერი განსაკუთრებულის ანთროპოლოგია”
გახსოვთ გია აღლაძე? ოთარ იოსელიანის „იყო შაშვი მგალობელის” მთავარი გმირი – ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც, ერთი შეხედვით, მეტ-ნაკლებად საინტერესოდ ცხოვრობს, დადის, ურთიერთობს, მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს, მის ცხოვრებაში არაფერი ხდება; თითქოს, კი, სადღაც მიდის, მაგრამ თან ხვდები, რომ მიდის – არსაით.
ახლა წარმოიდგინეთ, გია აღლაძე საბჭოთა კავშირის ნანგრევებში რომ დაბადებულიყო და დროის მოსაკლავად 2000-იანების თბილისის მიწისქვეშა ბარებში ევლო.
ადამიანები, რომლებზეც დანიელი ანთროპოლოგი მარტინ დემანტ ფრედერიკსენი გვიყვება თავის 2018 წელს გამოცემულ წიგნში, თითქოს, პოსტსაბჭ