ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ფოტოგრაფია

არეული ლოგინები | ნინო-ანა სამხარაძის ფოტოპროექტი

პირველად რომ გადავყწვიტე ფოტოები პროექტად შემეკრა, ჯერ კიდევ 5 ფოტო მეგონა რომ მქონდა, მაშინ დავფიქრდი ამ თემაზე, რამდენად ინტიმური იყო თითოეული ლოგინი, რამდენ ისტორიას და საიდუმლოს ინახავდა ღალატზე, სიყვარულზე, აკრძალულ სიყვარულზე. რამდენ ცრემლს ინახავს, ან შეიძლება, სულაც სიცილს. ამბებს ვიღაცის პოვნაზე ან დაკარგვაზე.

იმდენი ნაოჭია და ნაკეცები და ფენები, ეს ყველაფერი ჩემთვის ჰყვებოდა კონკრეტულ ისტორიებს.

ძირითადად, ჩემს ლოგინებს ვუღებ, მოგზაურობის დროს, ჩემს დროებით სახლებში, სტუმრად ყოფნის დროს, მივლინების დროს, ან საავამდყოფოში ყოფნის დროს. ბევრი ლოგინია.

არასდროს გადამიღია ჩემი ლოგინი თბილისში, სახლში სადაც გავიზარდე და ჩემი ცხოვრების ყველაზე დრო გავატარე. ალბათ, მგონია რომ იქ ისტორია არასდროს დამთავრებულა და ყოველთვის დავბრუნდები.

სხვისი ლოგინებიდან აღმოჩნდა რომ ვუღებდი ბაბუების ლოგინებს, მათი გარდაცვალების შემდეგ. დავინახე როგორ დაცარიელდა ორი ლოგინიდან ერთ-ერთი და გადავწყვიტე იმ სიცარიელის განცდა შემომენახა, რომელც, ალბათ შემეშინდა რომ დამავიწყდებოდა.

ვიღებ ყველანაირ ლოგინს, არეულს, დალაგებულს, გასასწორებელს, ალბათ იმიტომ, რომ ყველა ლოგინი თავის ამბავს ჰყვება. ჰოდა გადავწყვიტე ეს ამბები მომეყოლა.