ავტობუსის გაჩერება | ინტერვიუ არქიტექტორ ნანუკა ზაალიშვილთან
02.12.2020დაახლოებით მაქვს შეგროვებული 150-მდე გაჩერება. ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება.
არის ტიპი მოზაიკა, არის ცოტა ბრუტალური, არის საბჭოთა მოდერნიზმი და არის კომპოზიციები, რომლებიც მართლა გულწრფელად იმ კონკრეტული არქიტექტორისა და დიზაინერის ფიქრის შედეგია. თითოეული მათგანი, გამომდინარე იქედან სად დგას, აღწერს იმ ადგილს.
მაგალითად, სოფელ საჯავახოსთან არის სიმინდის მინდვრები, აჭარაში ეს არის ჩაის კრეფის პროცესი. ხულოში, გოდერძის უღელტეხილის თავზე ვიღებდი გაჩერებას, რომელიც იყო ძალიან შთამბეჭდავი იმიტომ, რომ ზუსტად სამი წამი მქონდა გადასაღებად. იქ ორი კადრი გადავიღე მხოლოდ იმიტომ, რომ ზუსტად ამ რამდენიმე წამში წამოვიდა საშინელი ნისლი და ვეღარაფერს ვეღარ ვხედავდი.
ამ გაჩერებებს დატვირთვა თავიდანვე რაც ჰქონდა მთელ საბჭოთა კავშირში, ეს იყო პროპაგანდა. ძირითადად ეს ხდებოდა მოზაიკებიან გაჩერებებზე, სადაც გამოხატული იყო, მაგალითად, მზიანი მინდვრები, რა ბედნიერი იყო ხალხი. საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ძირითადი აქცენტი ხორციელდებოდა უფრო მასიურ და უფრო მოზრდილ შენობებზე, ასევე დაიხარჯა გონებრივი რესურსი ამ არქიტექტორების ისეთ პატარა მოცულობებზე მუშაობისას, რამაც ამ დღევანდელობამდე მოგვიყვანა.
აი, ეს კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც აღმოჩნდა, რომ ძალიან მნიშვნელოავნია თავისი ფორმების გამო, თავისი ფუნქციის, თავისი საინტერესოობის გამო და ქართული არქიტექტურა გარდა შენობებისა, შედგება ესეთი პატარა ობიექტებისგან, რაც მე მგონია, რომ იმ დროს მოღვაწე არქიტექტორების მართლა გულწრფელი იდეების გამოვლინებაა.