ავტობუსის შოფერი | სერგო, მეჯვრისხევიდან
11.10.2021 | 5 წუთიანი საკითხავისერგო, 75 წლის, მეჯვრისხევიდან
საერთოდა, მარეკას მამასა, თავიდანა ფერმა ჰქონდა გახსნილი. მერე, ეს არეულობა რომ მოხდა, მივიდნენ და იმხელა კაცს ერთი პაჭკა მარილი აჭამეს. ეხლა, რაც ვიცი მე, გადმოცემით ვიცი, გაიგე? ერთი პაჭკა მარილი შეაჭამეს.
არეულობა რო იყო და ოსი და ქართველი აერია ერთმანეთში, საწყალს თურმე, ძროხების ფერმა ჰქონია და იქ შეუცვივდნენ და გაჭრეს კაცი.
მაშინ მანდ ახლოს ჩემი ნათესავი ცხოვრობდა, და იქა, ტრუბები ჰქონია, გამოუზიდეს, გაუფხიწნეს, ისე რომ გაზის ტრუბებიც კი ამოჭრეს.
მაგის დაზე, ეხლა არ ვიცი, მარა ესე ამბობდა, ჩემ წინაო, უყვესო. დანარჩენი რავი, აბა.
იმასაც ამბობდნენ, ქათამი მოუკლია თავის ბიძასა და შენ ქათამი მომიკალიო და ტყვია ესროლა შუბლში და მოკლა თავის ბიძაიო. ეგ ეგრე არ იქნებოდაო, ჩემი ცოლი მეტყვის, მაგრამ ეგრე იყოო და. ამოიღო, ესროლა და მოკლაო. ო, კარგი რაო, შენცა იტყვიო - მაინც არა სჯერა ხოლმე იმასა.
მერე თავისმა ბიძაშვილმა, მაღაზია ჰქონდა გახსნილი და ავიწროებდა, ყველანაირად ავიწროებდა ყველაფერს. წვერებიანი, ბაჯაჯღანა ბიჭი იყო, ემხელა.
ვინა, ერთი კაცი არ გამოჩნდა ისეთი, რომ ვინა ხარო, ეთქვა, მარეკა თუ ვინ.
ეხლა კიდე ის მომაგონდა საბარგოს ტვირთს რომ ზიდავდა ხოლმე, სომეხი, აი ქიტესაანთ ბავშვი მოკლა, სიკვდილას ბავშვი მოკლა მაგანა, ავტობუსის შოფერმა. ჩამოიარა ექა და ის ბავშვი ნახა, არა ყავდა პატრონი, წაიყვანა და იძალავა იმაზე და მოკლა ბავშვი. მერე წავიდა და მკვდარი, მეც იქ ვიყავი, საბჭოს ქუჩაზე, მილიციის წინ, დააგდეს ეს მკვდარი. იმ პოლიციამ კიდე არაფერი რეაგირება არ მოახდინა. პატარა, 17 წლისა იყო გოგო.
აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ
რესპოდენტის სახელი, მისივე თხოვნით შეცვლილია
ტექსტი: დეა ტატიაშვილი
ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩი / ანასტასია სვარცევიჩის არქივიდან