გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #მშობლობა

ახალი ქართველი დედის დღე

ჩემი სამუშაო ოთახის ფანჯრიდან თბილისის თავზე ამაყად მდგომი ქართლის დედა ჩანს. დიდი ხანია ვაკვირდები.

ეს სასმისი და ხმალი, მგონი, ცოტა მოძველდა. ის ქართველები, ვინც ქართლის დედისგან სტუმართმოყვარეობა (განსახვავებული სასმისების დალევა-შეთავაზება) და ხმლის ქნევა (მათ შორის შინაურებში) ისწავლა, თანამედროვე მსოფლიოში ცხოვრებას ვეღარ უმკლავდებიან.
 
ქართლის “ახალ" დედას კარგი განათლება, საინტერესო სამსახური და ნათელი იდეები სჭირდება (შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა არც ადრე აკლდა), რომ ახალი ქართველი გოგო-ბიჭები აღზარდოს.
 
დედობა უდიდესი პასუხისმგებლობა და პრივილეგიაა. ბევრი ქართველი ქალი ოცნებობს, რომ ცხოვრება თავის საყვარელ ოჯახს და შვილებს მიუძღვნას. ბევრიც უკვე აკეთებს.
 
ჰოდა, თუ მიძღვნა გადაწყვიტა, უნდა იცოდეს, რომ პატარა ქართველებს, პირველ რიგში, მოვლა პატრონობასთან ერთად, საამაყო და მისაბაძი მაგალითი სჭირდება დედისგან. 
 
საყვარელ შვილს დედამ უნდა უთხრას, რომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, თვითრეალიზებული და წარმატებული რომ გამხდარიყო. ძალა არ დაიშურა, რომ “ვარსკვლავები მოეწყვიტა” თავის საქმეში.
 
გილოცავთ განათლებული, ამბიციური, მშრომელი, წარმატებული ქართველი დედის დღეს!
 
აფერუმ თქვენს ქალობას! 
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა