ახლა როგორ ხარ, ჯეიმი?
ინტერვიუ ამერიკული ექსპერიმენტული მუსიკალური ჯგუფის Xiu Xiu-ს ავტორთან, ჯეიმი სტიუარტთან
ელენე: ჯეიმი, გამარჯობა!
ჯეიმი: გამარჯობა, ელენე, არა?
ელენე: ელენე, კი, ძალიან ადრე გაგაღვიძე?
(წარმოსახვითი კითხვა): რამდენჯერაც გისმენ, იმდენჯერ მინდა გკითხო: ახლა როგორ ხარ, ჯეიმი?
ჯეიმი: არა უშავს, ჩემი ხმა კარგად გესმის?
ელენე: მშვენივრად, დავიწყოთ?
(წარმოსახვითი კითხვა): ყველა შენი ტექსტი სინამდვილისა და გულწრფელობის ისეთი სურვილითაა გაჟღენთილი... წესით, ინტერვიუს ფორმალური ტონი უნდა გაღიზიანებდეს, ნეტა ასეა?
ბენდის სახელიც კი უიმედობიდან მოდის, მთელ შენს მუსიკას წვალებაზე, შფოთსა და პესიმიზმზე აგებ, მერე ამბობ, რომ ყველაფერი ეს ნამდვილად იყო, შენი პირადი გამოცდილებების აღწერაა. ამავდროულად, გაქვს 13 ალბომი, თითქმის სულ ტურნეში ხარ, და შთამბეჭდავია კოლაბორაციების უზარმაზარი