გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

თბილისის ბალეტის ფესტივალი 22–30 ივნისს გაიმართება

თბილისის ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი წელს მესამედ ტარდება. ფესტივალი 2017 წელს დაფუძნდა. საფესტივალო წარმოდგენები ოპერისა და ბალეტის თეატრში იმართება და მისი სამხატვრო ხელმძღვანელია ნინო ანანიაშვილი.

უკვე ტრადიციულად, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან ერთად  ფესტივალში მონაწილეობენ  მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები. წელს ფესტივალის მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიოში სახელგანთქმული კორეული საბალეტო დასის გასტროლი საქართველოში. ვირტუოზი კორეელი მოცეკვავეები საქართველოს პირველად ეწვევიან და მაყურებელს დაუვიწყარ წარმოდგენებს შესთავაზებენ. 

თბილისის ბალეტის ფესტივალი  22 ივნისს გაიხსნება და 30  ივნისს საზეიმოდ დაიხურება.

ფესტივალის პროგრამა:
ფესტივალი 22 და 23 ივნისს  პრემიერით გაიხსნება.

მაყურებელი აღდგენილი ბალეტების

ჰოლგერ სიმონ პაულის „კონსერვატორია“-ს და ანდრე მესაჟეს „ორ მტრედს“  იხილავს.

25-26 ივნისი  - კორეული საბალეტო დასი K-Arts Dance Company

საქართველოს პირველად ეწვევა კორეული საბალეტო დასი და მაყურებელს როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკურ პროგრამას შესთავაზებს.

27 ივნისს  მაყურებელი ადოლფ ადანის „ჟიზელს“ იხილავს.

28 ივნისს  წარმოდგენილი პიოტრ ჩაიკოვსკის ორმოქმედებიანი ბალეტი „გედების ტბა“. მთავარ პარტიებს ნინო სამადაშვილი და მოსკოვის დიდი თეატრის წამყვანი სოლისტი რუსლან სკვარცოვი შეასრულებენ.

ფესტივალი 30 ივნისს გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება, რომელშიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის  საბალეტო დასთან და სოლისტებთან  ერთად, მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის მოწვეული ვარსკვლავები.

საფესტივალო სპექტაკლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც მოწვეული დირიჟორი ალივტინა  იოფე (რუსეთი), ასევე პაპუნა ღვაბერიძე და ირაკლი ჩოლოყაშვილი  უდირიჟორებენ.  

თბილისის საბალეტო ფესტივალის მხარდამჭერები არიან:

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი,

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო,

თბილისის მერია, იტალიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოება, “მერიოტის“ სასტუმროების ქსელი, ტელეკომპანია “იმედი”, რადიო „იმედი“, რადიო „ფორტუნა“, ჟურნალი „ინდიგო“, კომპანია” ბორჯომი”, კომანია “ჯიმშერი”, რესტორანი “ტერა ვაინი”.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა