გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ბასიანი

ბასიანი

გური გოცაძე, ტატო გეთია, ზვიად გელბახიანი, ნიკო ნიკოლაძე, აკაკი ხურციძე, ნაჯა ორაშვილი

ამ ოთხი წლის ისტორიას რომ გადავხედოთ, რა მოჩანს, რას აწარმოებს BASSIANI?

კლუბი, სადაც არტისტები მსმენელს პროტესტის ენით ესაუბრებიან, ბუნებრივად იქცევა საერთო პრობლემების და იდეების გაზიარების სივრცედ.

ადამიანები ხედავენ, რომ მიუხედავად არაერთი სოციალური, რასობრივი თუ გენდერული სხვაობისა, უამრავი საერთო პრობლემა, ბევრი საზიარო იდეა, გრძნობა და ემოცია აქვთ და საერთო გამოწვევების დასაძლევად, ერთმანეთის დასახმარებლად გაერთიანებას, დაკავშირებას, თვითორგანიზებას იწყებენ.

ამიტომ სოლიდარობა და მზრუნველობა საკლუბო სცენის განუყოფელი ნაწილია, ხოლო როდესაც ეს ქცევა რეგულარული ხდება, ის გადმოდის კლუბიდან გარეთ – ქალაქში, ყოველდღიურობაში.

კლუბი არ აწარმოებს მუსიკას, მაგრამ აწარმოებს ენერგიას, შეხედულებებს, დამოკიდებულებებს, იდეებს. BASSIANI თავის საცეკვაო მოედანზე ცოცხალი, გულწრფელი ენერგიის გამო

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა