გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ბაზრობა თბილისში

ბაზრობა | გოგა ქობალია

უბრალო კაცი ვარ, ეგრე მოხდა, მაგრამ არც ისე უბრალოც. ცოლი მყავს და ბავშვები. ვარკეთილში ვცხოვრობ. ბევრი ერთნაირი ბარაკია, ერთ-ერთი ჩემია. ნელ-ნელა ვაშენებდი. ათასნაირი მასალა მაქვს გამოყენებული და აჭრელებულია ფასადი.

ჩემთვის არანაირი ნორმალური სამსახური არ მოიძებნა. ვწვალობ და ვარ. ცოტა ხანი ელიავაზე ვიმუშავე მტვირთავად. წელში გამწყვიტა მაგ სამსახურმა. დილიდან დაღამებამდე კისერჩამოგდებული დავდიოდი. როგორია, ზურგზე ტვირთი გაქვს მოკიდებული და მაღლა ახედვას ვერ ახერხებ, მარტო მიწას და შენს დახეულ ფეხსაცმელს ხედავ.

ეგრე მძიმედ მიდიოდა საქმე.

სახლში რომ ვბრუნდებოდი, ჩემი ცოლი თამილა გიჟს ჰგავდა. იტირა ერთ დღეს, შენ თუ მოკვდი, რა ჭირად მინდა ცხოვრება, მტრისას, ავად თუ გახდიო. მოკლედ, ჩემმა ცოლმა იმდენი ქნა, შევეშვი მტვირთაობას და მოიკაზე დავიწყე მუშაობა. ერთ ზამთარს მარგად გავცივდი. ფილტვების ანთება დამემართა და მკურნალობაში იმდენი ფული დამჭირდა, ვალები დამედო.

ჩემი მტერი მოხვდა საავადმყოფოში. ჯერ ხომ გაგატყავებენ, მერე იმდენ წამლებს დაგალევინებენ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა