გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სილუეტები ცეკვისას

ცეკვა, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს

– მოვიფიქრეთ სახელი.

– აღარ იტყვი?

– ოღონდ უნდა დამიჯეროთ, რომ ზუსტად ესაა, რაც გვჭირდება.

– თქვი.

– ხორუმი.

– რატომ?

– გამარჯვების ცეკვაა.

– მაგრამ მარტო კაცები რომ ცეკვავენ?..

– და რატომ უნდა ცეკვავდნენ მარტო კაცები? ავდგეთ და ჩვენ ვიცეკვოთ, ყველამ...

– მივითვისოთ.

– ისე, მეც მიფიქრია მაგაზე.

– იყოს ხორუმი.

– იყოს ხორუმი.

– როგორ დავწეროთ?

– Horoom...

– Horoom... ეგაა.

ყველაფერი ბევრად უფრო ადრე დაიწყო.

სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა სახლში.

სხვადასხვა სკოლაში დავდიოდით, სხვადასხვა ეზოსა და ბაღში დავრბოდით – სხვადასხვა სათამაშოთი, სახელმძღვანელოთი, კლასგარეშე საკითხავით... მერე ნელ-ნელა მივხვდით, რომ ჩვენს თავს რაღაც ხდება, თუმცა, ამის შესახებ არსად წერია, არსად გვასწავლიან. სხვებს არ ვგავართ: არის რაღაც, რაც განგვასხვავებს მათგან, ვისზეც ჩვენს წიგნე

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა