გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

„ჩვენს ქვეყანას გმირები აღარ სჭირდება“ | ინტერვიუ მაკო გომურთან

მაკო გომური ერთ-ერთია იმ აქციის მონაწილეთაგან, ვისაც 2019 წლის 20 ივნისს აქციის დარბევისას რეზინის ტყვია მოხვდა და თვალი დაკარგა.

ეიფორიაში ვიყავი თავიდან. ტელეფონზე ათასი მესიჯი რომ მოგდის და საკუთარ თავს რომ ავალდებულებ, ყველას უპასუხო. თან ემოციები გამომქონდა ასე გარეთ. რამდენიმე თვის მერე, პირველად რომ დავრჩი მარტო საკუთარ თავთან, მაშინ გავიაზრე, რაც მოხდა. ჩემი ფიზიკური დანაკლისი, ახალი გარემო, ახალი ხალხი, ახალი ინფორმაცია – ძალიან ბევრი იყო.

თან ვხვდებოდი, რომ ჩემი რუტინა 20 ივნისს დამთავრდა. სხვა ეტაპი დაიწყო და ორი გზა მქონდა: ან უნდა გავმკლავებოდი, ან არა. როცა ბრძოლაში ერთვები, მარტო შენ აღარ გეხება. ვალდებული ხდები სხვების წინაშეც, ვინც შენ შემოგყურებს.

უფრო პატრიოტული სულისკვეთება შემოვიდა ჩემში – სამშობლოს სიყვარული. ის, რომ გიყვარდეს ის, სადაც იბადები, რაც შენია – მის უკეთეს მომავალზე რომ უნდა იზრუნო. ახლა დავიწყე ამ ყველაფრის კეთება. თუნდაც ის, რომ ქვეყნის სამოქალაქო ცხოვრებაში ვარ ჩართული; თუ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა