დამიჭირე, თუ შეგიძლია
23.02.2017ვისაც ამ ქვეყნად იმედის თვალი თუნდაც შემთხვევით
მიუპყრია ლიბერალიზმისთვის, მას ღმერთები იმქვეყნად სასჯელად ნეოლიბერალიზმს მოუვლენენ.
დანტე ალიგიერი, „ღვთაებრივი კომედია“, ჯოჯოხეთი
Up is down, ამიტომაც იმისათვის, რომ იპოვო, ჯერ უნდა დაიკარგო. არა დაკარგო, როგორც ამას გამოცდილება გვკარნახობს, არა მისგან დისტანცირდე, როგორც ეს აზროვნების ტრადიციულ მოდელშია, არა დაივიწყო, როგორც ამას ძველი ამბები გვიყვებიან, არამედ პირიქით, მასში აღმოჩნდე, მისით იყო მოცული, საითაც მიბრუნდები, მას ხედავდე. ამბობენ, მოგზაურობა მხოლოდ ნაცნობ გარემოშია შესაძლებელიო. იქ, სადაც თითქოს უკვე ყველაფერი ნანახია, სადაც თითქოს ახალი არაფერი ხდება, სადაც ყურადღებას არ გიფანტავს არიფი მომლოცველისთვის წინდაწინვე გამზადებული პეიზაჟები. ასეთების გამოა – რომ მოიგო, უნდა გადაფხიკო, შენად უნდა იგრძნო. მაგრამ, ვის ხელეწიფება შეუტრიალოს სიტყვებს მნიშვნელობა, ვის შეუძლია სახელდება იმისა, რაც უკვე მონათლულია.
ვიჯექი სადმე ხის სახლში, ფარდული რომ უფრო ე