დამკვირვებლები
24.11.2020- სად არ დადის ჩემი შვილი, სად არ ეძებს, - სამსახურს ვერ შოულობს.
- არ არის, არა, არ არის.
- ან მუშად უნდა იმუშაო მარტო.
- აი, ახალგაზრდა ბიჭები კარფურში რომ მუშაობენ, ტაჩკებს რომ ათრევენ, ამათ ხომ უნდათ შვილები?
- მე მაგაზე ვბრაზობ და მაგაზე მწყდება გული.
ფილოლოგიის ფაკულტეტზე მოხვდა ჩემი ბიჭი, ერთი წელი ისწავლა. ლექსებს წერდა რაღაც და ვითომ უნდოდა, მერე ფილოლოგიურზე მასწავლებლის გარდა ვერსად იმუშავებდა, გადავიდა ბიზნესზე. ხუთი წელი ხომ ისწავლა, დაამთავრა. ახლა იცის სამი უცხო ენა, დამთავრებული აქვს უნივერსიტეტი და სამსახურს ვერ შოულობს.
- ძაან ძნელია ეხლა, ძაან, ახალგაზრდებისთვის. და ჩვენი ასაკის ხალხისთვის მითუმეტეს.
- ჩვენ ორმოცდაათს რომ გადავცილდებით ბებრები ვართ უკვე.
- ორმოცდაათს კი არა, ორმოცდაშვიდის ვხდები ეხლა.
- მე გადავცილდი უკვე ორმოცდაათს და მე უკვე ბებერი ვარ.
- უკვე შვიდი წელია სახლში ვზივარ. იქ უნდათ 18-20 წლის გოგონები, ლამაზი.
- ჩემი მეზობელი კვდებოდა სიცილით, კარგ ვიდზეა ქალი, უბრალოდ ასაკოვანია. 58 წლის არის. Რომ მისულა დამლაგებლის ადგილიაო “ორ ნაბიჯში” და ამ მენეჯერს უთქვამს, ვაიმე, ქალბატონო, თქვენთვის გინდათო? მეც რომ შევდივარ “ორ ნაბიჯში” გაკვირვებული ვარ, ხან ხორცში დგას
- ხან წმენდავს,
- ხან დახლებს ასუფთავებს,
- კი, კი
- ხან ხილ-ბოსტანშია.
- კი, კი
მერე რა მიკვირს ამ ახალგაზრდების, რომ მუშაობენ, რამე რომ ჰკითხო ისე გიპასუხებს, გინდა მობრუნდე და ერთი დაარტყა სილა, პროსტა იქამდე მიყავხარ.
- ახლანდელ ახალგაზრდებს ნერვები აღარ აქვთ.
- რომ ვეკითხები სადაა ეს და არვიცი, არ მეხება. განა რას გეკითხები ამისთანას, ამ მაღაზიაში მუშაობ, ნუთუ არ იცი სად რა დევს?
- ნებისმიერ მაღაზიაში რომ შედიხარ, უნდა იჩხუბო და ამიტომ, რომ არ ვიჩხუბო ხოლმე, ვუყურებ და გამოვდივარ, ან უკან ვტოვებ ისევ ისე.
- სამი წლის წინ, ჩემმა დაქაალმა ბათუმიდან დაგვირეკა სამი დღითო, მეტი ვერა. სამი დღე წავიყვანე ბავშვები და მერე დელფინარიუმში წავიყვანე, ვერც ხაჭაპური ვერ ვაჭამე. აბა, ფული არ მქონდა და ერთ ხაჭაპურს ხო ვერ ვიყიდდი, ოთხნი არიან, რომელს უნდა ეჭამა?
განსაცდელია ეს, პერიოდია, ეტყობა რაღაცის ნიშანია, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს.
#არჩევნები2020 მეორე ტური