დაუმორჩილებლობის დღე | 18.01.2025
19.01.202518 იანვარს ფილარმონიიდან რუსთაველისკენ „დაუმორჩილებლობის მარში“ დაიძრა.
მარშის მონაწილეებმა გააპროტესტეს „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც აქციებზე პიროტექნიკის და ლაზერის ქონასა და სახის დაფარვას კრძალავს; სოლიდარობა გამოუცხადეს აქტივისტებს, რომლებიც ამ აკრძალვების გამო დააკავეს ან დააჯარიმეს.
28 ნოემბრის საღამოს დაწყებული პროტესტი თვე-ნახევარზე მეტია, გრძელდება და ხალხი თბილისის გარდა უკვე საქართველოს სხვა ქალაქებშიც მმართველ პარტიას ევროინტეგრაციის შეჩერებასა და არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. საპროტესტო აქციები გრძელდება და მთავარი მოთხოვნა - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები - უცვლელი რჩება.