დიზელის ნახევარსიმართლე
26.12.2017 | 7 წუთიანი საკითხავირაც უფრო მოუწესრიგებელი, მტვრიანი, პრობლემურია ქალაქი, მით უფრო მკაფიოდ ხედავენ ადამიანები გზის პირზე გაწოლილ გამონაბოლქვის შავ ზოლს; მაგრამ, რაც უფრო მწვანეა ქალაქი, რაც უფრო ნაკლებია ურბანული სტრესი, მით უფრო მეტად უჭირთ მოქალაქეებს შავი გამონაბოლქვის შემჩნევა და მერე იმის დაჯერება, რომ ეს გამონაბოლქვი სადმე, მესამე სამყაროს მრავალმილიონიან ქალაქში კი არ წამლავს ჰაერს, არამედ წამლავს მათ კუთვნილ გარემოს, საიდანაც, ეგონათ, რომ მსგავსი საფრთხეები დიდი ხნის წინ განდევნეს.
სწორედ ამიტომ გერმანული ჟურნალის „შპიგელის“ 22 ივლისის გარეკანი, რომლის უკუნ სიშავეშიც ანათებდა მანქანის ორად-ორი ფარი, ყველას მოხვდა თვალში. ეს იყო იმ მდგომარეობის ყველაზე მძაფრი და დაუნდობელი ილუსტრაცია, რაშიც ევროპა გერმანელმა ავტომწარმოებლებმა ჩააგდეს – მათ პირი შეკრეს და ათწლეულების განმავლობაში ავრცელებდნენ მცდარ ინფორმაციას, თითქოსდა, დიზელისსაწვავიანი მანქანები სხვა საწვავთან შედარებით ნაკლებ ზიანს აყენებდნენ გარემოს, გარდა იმისა, რომ ზოგავდნენ მანქანის შენახვის ხარჯებს.
დიზელის შესახებ სკანდალ