გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ლუკა ლაზარი

დრო, რომელიც სახეებად იქცა

ინტერვიუ ნიუ იორკში მცხოვრებ ქართველ მხატვართან, ლუკა ლაზართან

"მიყვარს სიწყნარე, მიყვარს ნახატზე ფერის სიღრმეში შეღწევა. ყოველთვის, როცა ფანჯარაში ვიხედები, ვიცი, ეს იგივე ფანჯარაა და არც არასოდეს შეიცვლება, მაგრამ მაინც ვხედავ, თითოეული დღე როგორი განსხვავებულია, არა იმიტომ, რომ ფერი ან სინათლე იცვლება, არამედ იმიტომ, რომ მე და ჩემი იდეები ვიცვლებით. მე დღეს სხვანაირად ვფიქრობ, ვიდრე გუშინ..."

ლუკა ლაზარი

1.

აგვისტოს ბოლოა და ნიუ იორკში ცხელა. ყვითელი ასფალტი და იისფერი ჩრდილები ლამაზ ფერთა გამას ქმნის. ხელში მინერალური წყლის ბოთლი მიჭირავს და ლონგ-აილენდ სიტიზე საჭირო მისამართს ვეძებ. მხატვარ ლუკა ლაზართან მივდივარ სტუმრად. 44-ე ქუჩაზე რომ შევუხვიე, მანჰეტენის დიდებული შენობები ზღაპრულ ტყესავით ამოიზარდა. ცათამბჯენები თითქოს ცეკვავენ ზაფხულის მირაჟში. გაეროს შენობა გადიდებულ და ვერტიკალურად დაშვებულ აიფონის კოლოფს ჰგავს. აიფონზე ფიქრი თავიდან მოვიშორე და სახლსაც მივადექი. ზა

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა